დაიბადა 1977 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. რაგბის თამაში "ყოჩებში" დაიწყო. დაოსტატდა ასკ-სა და "ლოკომოტივში". კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა "ორიაკში", "ორლეანსა" და "ოსერში".
"აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო. სამ მსოფლიო თასზე
ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უყოჩა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011) გაუძღვა.
ქართული რაგბის უამრავ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ირაკლი აბუსერიძეს ყველაფრისათვის, რაც მან ქართული რაგბისათვის და საქართველოსათვის გააკეთა; უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ, ხანგრძლივ სიცოცხლეს.
მადლობა, აბუ!
იმედია, რომ ქართული რაგბის ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივარი 9 მარტს მოვა მ. მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსანთა" საგულშემატკივროდ და ღირსეულად გააცილებს ირაკლი აბუსერიძეს!
საქართველოს რაგბის კავშირი
rugby.ge
ასევე იხილეთ:
"ბორჯღალოსნებმა" განრისხებულ "ლომებთან" ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს