ირაკლი აბუსერიძეს 9 მარტს საქართველოს ნაკრებიდან გააცილებენ

AutoSharing Option
ძვირფასო რაგბის გულშემატკივრებო! 9 მარტს ნაკრებიდან ვაცილებთ გამოჩენილ ქართველ მორაგბეს, ღვაწლმოსილ 9 ნომერსა და კაპიტანს, ერთა თასის ერთადერთ 5-გზის მფლობელს და სამი მსოფლიო თასის მონაწილეს ირაკლი აბუსერიძეს.

დაიბადა 1977 წლის 25 ნოემბერს, თბილისში. რაგბის თამაში "ყოჩებში" დაიწყო. დაოსტატდა ასკ-სა და "ლოკომოტივში". კარიერის უმეტესი წილი გაატარა საფრანგეთში, სადაც თამაშობდა "ორიაკში", "ორლეანსა" და "ოსერში".

"აბუმ" ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა ერთა თასის 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 85 ბორჯღალი (კეპი) და დადო შვიდი ლელო. სამ მსოფლიო თასზე
(2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი გამართა.

ირაკლი 2007 წლიდან "ბორჯღალოსანთა" კაპიტანი იყო. მან გუნდს 38-ჯერ უყოჩა, რაც აგრეთვე რეკორდია. "აბუ" ნაკრებს 2 მსოფლიოზე (2007 და 2011) გაუძღვა.

ქართული რაგბის უამრავ გულშემატკივართან ერთად, საქართველოს რაგბის კავშირი მადლობას უხდის ირაკლი აბუსერიძეს ყველაფრისათვის, რაც მან ქართული რაგბისათვის და საქართველოსათვის გააკეთა; უსურვებს მას ჯანმრთელობასა და ბედნიერ, ხანგრძლივ სიცოცხლეს.

მადლობა, აბუ!

იმედია, რომ ქართული რაგბის ყველა ჭეშმარიტი გულშემატკივარი 9 მარტს მოვა მ. მესხის სახელობის სტადიონზე "ბორჯღალოსანთა" საგულშემატკივროდ და ღირსეულად გააცილებს ირაკლი აბუსერიძეს!

საქართველოს რაგბის კავშირი
rugby.ge

ასევე იხილეთ:

"ბორჯღალოსნებმა" განრისხებულ "ლომებთან" ბრძოლისთვის მზადება დაიწყეს
მკითხველის კომენტარები / 2 /
მადლობა!
NIKA
13:01 06-03-2013
0
წარმატებები აბუ...
PARFIUMER
17:46 05-03-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული