რუმინეთი-საქართველო 9:9

AutoSharing Option
16 მარტს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდთან ევროპის 2013 წლის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩს მართავს.

შეგახსენებთ, რომ ერთა თასის გათამაშების ლიდერების ამ შეხვედრამ უნდა გაარკვიოს კიდეც ტურნირის გამარჯვებულის ვინაობა.

ამასთან, "ბორჯღალოსნებისა" და "სტეჟარის"დაპირისპირებაში გათამაშდება ანთიმოზ ივერიელის თასიც, რომელიც საქართველოს ნაკრების მფლობელობაშია.

ევროპის 2013 წლის ერთა თასი. V ტური
16.03. რუმინეთი. ბუქარესტი. "ტრუმფალური თაღი"
რუმინეთი-საქართველო 9:9
რუმინეთი: 15. კატალინ ფერკუ, 14. ადრიან აპსოტოლი, 13. რობერტ დესკალუ, 12. ფლორინ ვლაიკუ, 11. ადრიან მატეი, 10. იონუც დიმოფტე, 9. ფლორინ სურუჯუ.
1. მიჰაიტა ლაზარი, 2. ანდრეი რადოი, 3. პაულიკა იონი, 4. ვალენტინ ურსაკე, 5. მარიუს სარბე, 6. ვიორელ ლუკაჩი, 7. მიჰაი მაკოვეი, 8. დანიელ კარპო.
16. ანდრეი ურსაკე, 17. ევგენ კაპატანა, 18. ჰორაციო პუნეგა, 19. ალინ კოსტე, 20. ალექსანდრუ მიტუ, 21. კიპრიან კაპლესკუ, 22. ჩაბა გალი, 23. იონუც ნეასუ.
მთავარი მწვრთნელი: ლინ ჰოულისი (უელსი)

საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ვასილ კაკოვინი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლევან დათუნაშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

* * *
შეხვედრა დაიწყო.

7-ე წუთზე საქართველოს ნაკრებმა საჯარიმოს დარტყმის უფლება მიიღო. მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტად დაარტყა და ანგარიში გაიხსნა - 0:3.

16-ე წუთზე შერკინებაში ქართველი მორაგბეები კარგად ვერ დადგნენ, რისთვისაც დაჯარიმდნენ. ჩვენი კარის წინ მყოფ ფლორიან ვლაიკუს გატანა არ გასჭირვებია - 3:3.

21-ე წუთზე კვლავ შერკინებაში დავჯარიმდით, ვლაიკუმ კი კვლავაც ზუსტად დაარტყა და თავისი გუნდი წინ გაიყვანა - 6:3.

ორიოდ წუთში კვლავ შერკინებაში ვერ ვივარგეთ და კვლავაც ჯარიმა, თუმცა ამჯერად ვლაიკუმ მოედნის ცენტრიდან გატანა ვერ შეძლო.

და აი, 33 წუთზე ანგარიში გავათანაბრეთ - "მეკომ" არცთუ ხელსაყრელი ადგილიდან ჯარიმა ზუსტად დაარტყა - 6:6.

პირველი ტაიმის ბოლო წუთებზე რუმინელების შეტევას შედეგი არ მოჰყოლია. გუნდებმა მოედანი დატოვეს.

შეხვედრა განახლდა და "ბორჯღალოსნებმა" მეორე ტაიმი აქტიურად დაიწყეს. ჯერ ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი თავის ნახევარზე, ქართველ მორაგბეთა შეტევას კი შერკინება მოჰყვა. საბოლოოდ ყველაფერი მასპინძელთა დაჯარიმებით დასრულდა. მერაბ კვირიკაშვილმა დარტყმა ზუსტად შეასრულა და გუნდი წინ გაიყვანა - 6:9.

შეხვედრის 52-ე წუთისთვის ჩვენი უხიერო მოგერიების შემდეგ, რუმინელებმა მძლავრად შემოგვიტიეს, საბოლოოდ კი ჯარიმას გამორჩნენ. ვლაიკუმ ამჯერად ზუსტად დაჰკრა და ანგარიშში წონასწორობა კვლავ აღადგინა - 9:9.

57-ე წუთისთვის მასპინძელთა მრავალფაზიან შეტევას საქართველოს ნაკრების კარში კიდევ ერთი ჯარიმა მოჰყვა, თუმცა ძალზე ხელსაყრელი პოზიციიდან ვლაიკუმ ააცილა.

შეხვედრის დასრულებამდე 8 წუთით ადრე მსაჯმა მოედნიდან შალვა სუთიაშვილი გააძევა. დაახლოებით 53 მეტრიდან ვლაიკუმ ჯარიმა დაჰკრა, მაგრამ არაზუსტად.

ერთ წუთში მსაჯმა უხეშად თამაშისთვის ვლაიკუ გაასინბინა - მოედანზე მეტოქეები თოთხმეტ-თოთხმეტნი დარჩნენ.

შეხვედრის დასრულებამდე სამიოდე წუთი დარჩა. მასპინძლებს ბურთი მათსავე მოედანზე წავართვით და შევუტიეთ. შერკინება ჩვენ სასარგებლოდ დაინიშნა. საქართველოს ნაკრებისთვის ეს ანგარიში სავსებით მისაღებია...

და აი, კულმინაცია მატჩის ბოლო წამებზე დანიშნული საჯარიმო გახდა. რუმინელებს თავიანთი ნახევრიდან, საქართველოს ნაკრების კარამდე 59 მეტრიდან, მარცხენა კიდიდან კი ოთხიოდე მეტრიდან, დარტყმა გაუცუდდათ. მსაჯის საფინალო სასტვენი გაისმა.

საბოლოოდ 9:9 და  საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ევროპის 2013 წლის ერთა თასის გამარჯვებულია!
მკითხველის კომენტარები / 1 /
m o o v i g e e t !!! მოვიგეეეეეეეთ!!1
0

სიახლეები პოპულარული