მოლოდინისამებრ, კანადის ნაკრებთან მიღებული ტრავმის გამო შაბათის შეხვედრაში ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ირაკლი მაჩხანელი ვერ მიიღებს მონაწილეობას. მის ნაცვლად აშშ-სთან "ბორჯღალოსნებს" მამუკა გორგოძე უკაპიტნებს.
სასიხარულო ინფორმაციაა მერაბ კვირიკაშვილთან დაკავშირებით: მიღებული ხელის ტრავმის მიუხედავად, იგი 16 ნოემბრის შეხვედრაში ნაკრების ძირითად შემადგენლობაში იქნება.
რაზმი:
შერკინება
1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ლევან დათუნაშვილი, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე
ნახევარდაცვა
9. გიორგი ბეგაძე, 10. ლაშა ხმალაძე
ხაზი
11. თედორე ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 13. დავით კაჭარავა, 14. თამაზ მჭედლიძე, 15. მერაბ კვირიკაშვილი
მარქაფა
16. სიმონ მაისურაძე, 17. მიხეილ ნარიაშვილი, 18. ლევან ჩილაჩავა, 19. გიორგი ნემსაძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. ბექა წიკლაური
წყარო: rugby.ge
ასევე იხილეთ:
გიორგი ნიჟარაძე: სამწუხაროდ, თავდაჯერება მხოლოდ ჩხუბის შემდეგ დაგვიბრუნდა
"ბორჯღალოსნების" მეტოქე: ამერიკელი "არწივები"
IRB-მ ვიტო კოლელიშვილი კანადასთან მატჩში ჩხუბის გამო დასაჯა
P.S. ისე გასაგებია, რომ რაგბს რეკლამა უნდა და სხვა ქალაქშიც უნდა ტარდებოდეს, მერე ისიც დაემთხვა, რომ ლოკომოტივზე ახალგაზრდების შესარჩევი ტარდება, მაგრამ რამდენი გულშემატკივარი დარჩა უბილეთოდ, რადგან მხოლოდ 3000 ადგილია. რუსთავში და სხვაგან ჩაატარონ რუსეძთთან, პორტუგალიასთან, ესპანეთთან ჩასატარებელი თამაშები და ასეთ თამაშებს, როცა წელიწადში ერთხელ ატარებენ ნუ გადაიტანენ ისეთ სტადიონებზე, სადაც ცოტა მაყურებელი ეტევა