რიჩი დიქსონი: ბიჭები მოგებისთვის მაქსიმალურად არიან მოტივირებულნი

AutoSharing Option

ხვალ, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები აშშ-ის ეროვნულ გუნდთან მორიგ სარეიტინგო ტესტ-მატჩს გამართავს. დღეს ”ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ დიქსონმა ჟურნალისტებთან შეხვედრა გამართა და მომავალ მატჩთან დაკავშირებით ისაუბრა.


ჩვენი გუნდის თავკაცის თქმით, ქართველი მორაგბეები ამერიკელებთან შეხვედრისთვის სერიოზულად მოემზადნენ და როგორც ყოველთვის, ხვალაც ღირსეულად დაუხვდებიან მეტოქეს. 

დიქსონმა მომავალ მატჩში გუნდების გამარჯვების შანსები თანაბრად, 50-50-ზე შეაფასა, თუმცა დასძინა, რომ ქართველი მორაგბეები თამაშის მოგებისთვის მაქსიმალურად მოტივირებულნი არიან. 

საქართველო-აშშ-ის შეხვედრაში ჩვენ გუნდს გია ლაბაძე და მალხაზ ურჯუკაშვილი დააკლდებიან, რომლებმაც კანადის ეროვნულ ნაკრებთან

ერთი კვირის წინ გამართლ სარეიტინგო ტესტ-მატჩში ტრავმები მიიღეს. ურჯუკაშვილის ადგილს 15 ნომრის პოზიციაზე ბესიკ ხამაშურიძე დაიკავებს, ლაბაძეს კი მესამე ხაზში სიმონ მაისურაძე ჩაანაცვლებს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ თამაშში ”ბორჯღალოსნებმა” 22:15 იმარჯვეს და რაგბის საერთაშორისო საბჭოს ყოველკვირეულ რეიტინგში თავიანთ მონაგარს 1.024 ქულა შემატეს. შედეგად რიჩი დიქსონის დამოძღვრილმა საქართველოს ნაკრებმა რეიტინგში ტონგას გადაასწრო და 68.21 ქულით მე-16 ადგილზე დამკვიდრდა. 

აქვე გეტყით, რომ თუკი ხვალ აშშ-ის გუნდს 15-ზე ნაკლები ქულით ვძლევთ, რეიტინგში მის კუთვნილ მე-15 ადგილს ჩვენ დავიკავებთ, ხოლო გამარჯვება თუ უფრო შთამბეჭდავი იქნა, რეიტინგში მიღწეულ პოზიციას კიდევ უფრო გავიმყარებთ. რეიტინგში ერთი საფეხურით დაქვეითება და კვლავ მე-17 პოზიციაზე დაბრუნება გვემუქრება ამერიკელებთან მატჩის ფრედ ან მარცხით დასრულების შემთხვევაში.


IRB- მსოფლიო რეიტინგი 22 ნოემბრისთვის

1    (1). ახალი ზელანდია    93,19
2    (3). ავსტრალია    85,90
3    (2). სამხრეთ აფრიკა    85,31
4    (4). ინგლისი    83,61
5    (5). საფრანგეთი    83,21
6    (8). შოტლანდია    81,20
7    (6). ირლანდია    80,90
8    (7). არგენტინა    79,87
9    (9). უელსი    77,04
10  (10). ფიჯი    75,02
11  (11). სამოა    74,02
12  (12). იტალია    72,35
13  (13). იაპონია    71,45
14  (14). კანადა    68,59
15  (15). აშშ    68,50
16  (17). საქართველო 67,40
17  (16). ტონგა    67,35
18  (18). რუსეთი    65,56
19  (19). რუმინეთი    65,03
20  (20). ნამიბია    61,79


მომზადებულია "ინტერპრესნიუსის" მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 1 /
რომელ საათზეა ხვალ რაგბი? ბილეთის აღება არ გაჭირდება?
giorgi
22:41 26-11-2010
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული