უაღრესად დრამატულ შეხვედრაში თავდაპირველად ქართველი მორაგბეები ლაშა მალაღურაძის ორი ზუსტი საჯარიმოთი დაწინაურდნენ, თუმცა სტუმრებმა ლელო მალევე დაგვიდეს, ვალენესე მალიფას ზუსტი საჯარიმოთი და არეკნით კი ტაიმი თავიანთ სასარგებლოდ 6:11 დაასრულეს.
მეორე ტაიმის დასაწყისშივე მალაღურაძემ კიდევ ერთი ჯარიმა გამოიყენა. საპასუხო ჯარიმით მალიფა კვლავ გამოირჩა. ტაიმის ძირითადი დროის ამოწურვამდე არეკნით იხეირა ვაილესმა, რასაც წინ ლევან კვირიკაშვილის ზუსტი საჯარიმო უძღოდა.
მსაჯის მიერ დამატებულ დროში, როდესაც ანგარიში 12:17 იყო,
ამ გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში მე-15 პოზიციაზე აინაცვლა.
ფოტო: გიორგია კაკულია "ინტერპრესნიუსი"