ქართული შვიდკაცა ევროპაში მეხუთეა

AutoSharing Option
მოსკოვში გამართულ შვიდკაცა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეხუთე ადგილი დაიკავა. შვიდკაცა "ბორჯღალოსნებმა" A ჯგუფში ხუთი შეხვედრიდან ორი მოიგეს, მეოთხე ადგილი დაიკავეს და ევროპის ჩემპიონატზე მხოლო მეხუთე ადგილისთვის ბრძოლის უფლება მოიპოვეს.

ჯგუფში საქართველოს ნაკრების პირველი ორი მეტოქე ტურნირის ფავორიტები - პორტუგალიისა და რუსეთის ეროვნული გუნდები იყვნენ. "ლობუშებთან" ჩვენმა გუნდმა 12:33 წააგო, მასპინძლებთან კი უფრო დიდი ანგარიშით - 7:40 დავმარცხდით.

ჩვენებისთვის მომდევნო ორი შეხვედრა არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო. ჯერ საკმაოდ ძლიერ მოლდოვის ნაკრებს მოვუგეთ - 19:7, შემდეგ კი პოლონელებს ვძლიეთ იოლად -
35:12. ჩვენი გუნდისთვის შეჯიბრების პირველი დღე ამით დასრულდა.

მეორე დღე იტალიის ნაკრებთან არაფრისმომცემი მატჩით დაიწყო. "სკუადრა აძურამ" 21:14 მოგვიგო. როგორც უკვე ვთქვით, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა და ევროპის ჩემპიონატის მეხუთე ადგილისთვის ნახევრფინალურ შეხვედრაში დაუპირისპირდა უკრაინის ნაკრებს, რომელსაც ქართველი მწვრთნელი ზაზა ლეჟავა თავკაცობს. კახა ალანიას სამწყსომ ოდესაში განცდილი მარცხის გამო რევანში აიღო. უკრაინას 12:5 მოვუგეთ. ფინალში კი რუმინეთის ნაკრები მშრალი ანგარიშით - 59:0 გავანადგურეთ.

A ჯგუფი: რუსეთი-პოლონეთი 45:0, იტალია-მოლდოვა 14:12, პორტუგალია-საქართველო 33:12, მოლდოვა-პოლონეთი 24:12, რუსეთი-საქართველო 40:7, პორტუგალია-იტალია 26:21, საქართველო-პოლონეთი 35:12, პორტუგალია-მოლდოვა 36:12, იტალია-რუსეთი 10:26, საქართველო-მოლდოვა 19:7, იტალია-პოლონეთი 10:12, პორტუგალია-რუსეთი 12:19, იტალია-საქართველო 21:14, რუსეთი-მოლდოვა 31:5, პორტუგალია-პოლონეთი 34:7

სატურნირო მდგომარეობა:

1.რუსეთი - 10 ქულა, 2. პორტუგალია - 8, 3. იტალია - 4, 4. საქართველო - 4, 5. მოლდოვა - 2, 6. პოლონეთი - 2
B ჯგუფი: რუმინეთი-ლიტვა 17:5, საფრანგეთი-ჰოლანდია 24:0, ესპანეთი-უკრაინა 21:14, ჰოლანდია-ლიტვა 14:12, რუმინეთი-უკრაინა 21:12, ესპანეთი-საფრანგეთი 17:12, უკრაინა-ლიტვა 28:10, ესპანეთი-ჰოლანდია 31:0, საფრანგეთი-რუმინეთი 26:5, ჰოლანდია-უკრაინა 12:17, საფრანგეთი-ლიტვა 40:17, ესპანეთი-რუმინეთი 42:7, საფრანგეთი-უკრაინა 19:7, რუმინეთი-ჰოლანდია 19:21, ესპანეთი-ლიტვა 33:5.

სატურნირო მდგომარეობა:

1. ესპანეთი - 10 ქულა, 2. საფრანგეთი - 8, 3. უკრაინა - 4, 4. რუმინეთი - 4, 5. ჰოლანდია - 4, 6. ლიტვა - 0
IX ადგილისთვის. ნახევარფინალი

მოლდოვა-ლიტვა 19:15, პოლონეთი-ჰოლანდია 15:17

V ადგილისთვის. ნახევარფინალი

საქართველო-უკრაინა 12:5, რუმინეთი-იტალია 19:12

ნახევარფინალი

საფრანგეთი-რუსეთი 19:5, პორტუგალია-ესპანეთი 17:12

XI ადგილისთვის

ლიტვა-პოლონეთი 21:7

IX ადგილისთვის

მოლდოვა-ჰოლანდია 21:12

VII ადგილისთვის

უკრაინა-იტალია 24:17

V ადგილისთვის

საქართველო-რუმინეთი 59:0

III ადგილისთვის

რუსეთი-ესპანეთი 22:10

ფინალი

საფრანგეთი-პორტუგალია 5:12

საბოლოო მდგომარეობა

1. პორტუგალია, 2. საფრანგეთი, 3. რუსეთი, 4. ესპანეთი, 5. საქართველო, 6. რუმინეთი, 7. უკრაინა, 8. იტალია, 9. მოლდოვა, 10. ჰოლანდია, 11. ლიტვა, 12. პოლონეთი.

საქართველოს ნაკრები: სიმონ მაისურაძე (ვილერბანი), ბესიკ ხამაშურიძე (აია), მალხაზ ურჯუკაშვიული, მერაბ კვირიკაშვილი (ორივე-ფიჟაკი), დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), გიორგი კალმახელიძე, ირაკლი გეგენავა (ორივე-ვისოლი\ყოჩები), ბიძინა სამხარაძე (ფარული), გიორგი შკინინი (ხულიგანა), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).




მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემი გადაღებული სურათი რომაა გამოჭიმული არაუშავს? თქვე დალოცვილებიო დაუკითხავად თუ დებთ ის მაინც დაწერეთ ვისი გადაღებულია.

დათიკოს: ეს სურათი ავიღეთ გაზეთ ლელოს არქივიდან. იქ როგორ მოხვდა ვერ გეტყვით, ავტორს შეეკითხეთ.
datiko62
17:38 16-07-2010
0

სიახლეები პოპულარული