"ძალიან ვწუხვარ, თბილისში თამაშის სანახავად რომ ვერ ჩამოვედი. ვაღიარებ, სავსებით მართალი იყავით, როცა შარშან დენვერში მითხარით - "ეს თამაში საქართველოში რომ ყოფილიყო, ნახავდით ჩვენი
დიდ საქმეს აკეთებთ და თქვენი ძალისხმევა ყოველმხრივ დასაფასებელია. კანადის ნაკრების მოთამაშეების, მწვრთნელებისა და კანადის რაგბის კავშირის სახელით მადლობას მოგახსენებთ პირადად თქვენ და საქართველოს რაგბის კავშირს გულთბილი მიღებისთვის და სტუმართმოყვარეობისთვის, რომელიც ჩვენი ნაკრების თბილისში სტუმრობისას გამოიჩინეთ.
20 ნოემბერს გამართული საქართველოსა და კანადის ნაკრებების ტესტ მატჩი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ორივე რაგბის კავშირისთვის. აქამდე ჩვენი ნაკრებები ხომ მხოლოდ ერთხელ ეთამაშნენ ერთმანეთს. საქართველოში კი სულაც პირველად ვითამაშეთ. ვულოცავ საქართველოს ნაკრებს ბრწყინვალე გამარჯვებას. ძალიან მახარებს ქართველი ქომაგების შესანიშნავი გულშემატკივრობა.
წაგების მიუხედავად, ვიცი, რომ ჩვენი გუნდი მოედნიდან მეტოქის მიმართ უდიდესი პატივისცემის გრძნობით გამოვიდა. ქართველი მორაგბეები ვაჟკაცურად, ბოლომდე შემართებით თამაშობდნენ სამშობლოს სასახელოდ, ეს კი, განსაკუთრებით საამაყოა.
ჩვენ კანადელებს, თბილისში ვიზიტი დიდხანს გვემახსოვრება. ამის მიზეზია ის შესანიშნავი პირობები, უგემრიელესი კერძები, მსოფლიო კლასის სავარჯიშო და სათამაშო იმფრასტრუქტურა, რომლითაც ჩვენი ნაკრები სარგებლობდა.
საქართველოში რაგბის განვითარების შთამბეჭდავი მასშტაბები თქვენი რაგბის კავშირის მუშაობის შედეგიანობაზე მეტყველებს, ისევე როგორც ევროპის ჩემპიონატის მოგება 19-წლამდელთა შორის და 2011 წლის მსოფლიოს თასის საგზურის მოპოვება.
ვიმედოვნებ, რომ ჩვენს რაგბის კავშირებს შორის ჩამოყალიბებული მეგობრული ურთიერთობა საშუალებას მოგვცემს, ერთ დღეს კანადაში საქართველოს ნაკრებს ვუმასპინძლოთ.
გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს პირადად თქვენ და საქართველოს რაგბის კავშირს."