ერთად ვიმღეროთ ჰიმნი - რაგბის კავშირის სამოტივაციო ვიდეორგოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს რაგბის კავშირი ქართული რაგბის ქომაგს 14 მარტს, ვაკის სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს. "ბორჯღალოსნები" რაგბი ევროპის ჩემპიონატის მატჩში რუსეთის ნაკრებს უმასპინძლებენ.

ამასთან დაკავშირებით მომზადდა სპეციალური ვიდეორგოლი, რომელიც გულშემატკივრებს სტადიონზე მოსვლისა და საქართველოს ჰიმნის ერთად შესრულებისკენ მოუწოდებს.

"ქართული რაგბის ყველა ქომაგს მოგიწოდებთ, 14 მარტს, მატჩის დაწყებამდე ‪ერთი საათით‬ ადრე ‪მობრძანდეთ‬ ‪მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე‬, რომ "ბორჯღალოსნებს" გავსებული ტრიბუნები დავახვედროთ. მოვიდეთ ‪ჩვენი გუნდის‬ ‪საქომაგოდ‬ და ერთად ვიმღეროთ ‪საქართველოს ჰიმნი‬ და ამით საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მე-19 შეხვედრა დაუვიწყარი გავხადოთ".
მკითხველის კომენტარები / 5 /
ამატირეს ამხელა კაცი, თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო
რაინდები
18:43 12-03-2015
0
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო!!! ლომები ხართ და თქვენით ვამაყობთ!გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!!!!
თაზო
14:36 12-03-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული