"ბორჯღალოსნები" იაპონიის ნაკრებთან დამარცხდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 სექტემბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ინგლისის ქალაქ გლოსტერში იაპონიასთან საკონტროლო შეხვედრა გამართა.

შეხვედრა დაძაბულად წარიმართა. მატჩის პირველი ტაიმი ქართველი მორაგბეების გამარჯვებით ანგარიშით 7:6 დასრულდა.

სამწუხაროდ მეორე ტაიმში იაპონელებმა მდგომარეობა გამოასწორეს და საბოლოოდ "ბორჯღალოსნები" ანგარიშით 10:13 დამარცხდნენ.

გლოსთერში, "ქინგსჰოლმ სთედიუმზე", სტადიონზე სადაც 13 დღეში ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე ტონგას დაუპირისპირდებიან, ჩვენმა ნაკრებმა მესამე საკონტროლო მატჩი გამართა.

მსოფლიოსთვის სამზადისის მესამე რკენაში იაპონიას ვეთამაშეთ, რომელმაც ანგარიშით 13:10 გაიმარჯვა.

ისევე, როგორც წინა ორი, დღევანდელი მატჩიც, ტესტის მიუხედავად, ჩვენი ნაკრების მსოფლიოსთვის მოთელვასა და სათამაშო კომპონენტების დახვეწას
ემსახურებოდა მას შემდეგ რაც გუნდმა დამღლელი 9 კვირიანი ფიზ-მომზადებაზე ორიენტირებული წრთობის კურსი გაიარა საქათველოსა და პოლონეთში.

პირველი ნახევარი
თავიდან ანგარიში იაპონელებმა, მატჩის დაწყებიდან დაახლოებით მე-4 წუთზე გახსნეს. მას შემდეგ რაც შერკინებაში დავჯარიმდით, მეტოქის ფულბეკმა აიუმი გორუმარუმ ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3. ცოდაოდენ ხანში მას კიდევ მიეცა დამატებით სამი ქულის მოპოვების შესაძლებლობა, მაგრამ მიზანმა უმტყუნა.

ამის შემდეგ იაპონია უფრო ფლობდა ბურთს და გვიტევდა, მაგრამ ბორჯღალოსნების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ჩვენები თავს კარგად იცავდნენ.

მატჩის დაწყებიდან მე-15 წუთზე, იაპონელებს მარცხენა ფლრთაზე ვეძალებოდით და ზედიზედ რამდენიმე გვარიანი დარტყმაც გავაკეთეთ. მოედნის შუისკენ, მეტოქის 22-ში რომ გადავინაცვლეთ, რაქიდან ვასილ ლობჟანიძემ მარჯვნივ გაუშვა ბურთი, რომელსაც დავით კაჭარავა დაეუფლა და იქვე მერაბ კვირიკაშვილს უპასა. მანაც ფეხით შეუცურა ლელოსკენ. ბურთს გარემარბი მურაზ გიორგაძე დაეწია და იაპონელთა ლელოში დაახტა. გარდასახვა ზუსტად კვირიკაშვილმა შეასრულა და წინ გავედით 3:7.

ამის შემდეგ ქართველები მეთოდურად უტევდნენ, მაგრამ არც იაპონელები იცავდნენ ურიგოდ თავს.

ტაიმის დასრულებამდე ალუბლების ერთ -ერთ შეტევას ჩვენს 22-ში ჯარიმა მოყვა. გორუმარუმ ამჯერად იზუსტა და ანგარიში 6:7 გახადა. ცოტა ხნის შემდეგ, მატჩის არბიტრმა, ჯონ ლეისიმ გვიანი ბოჭვისათის ვიქტორ კოლელიშვილი გაასინბინა.

მაგრამ არც იაპონელებმა მოახერხეს უყვითლოდ ტაიმის დასრულება. მას შემდეგ რაც მეტოქის კვაჭმა, შოთა ჰორიმ შუბურად დასცა დავით კაჭარავა ლანსიმ ისიც სინბინისკენ გაისტუმრა.

ცოტახანში მერაბ შარიქაძის გარღვევას იაპონელთა დაჯარიმება მოყვა. დასარტყმელად მერაბ კვირიკაშვილი მოემზადა, რომელმაც ამჯერად ვერ იზუსტა.

მეორე ნახევარი
მატჩის განახლებიდან ბურთიც და ტერიტორუილი უპირატესობა კარგა ხნით ჩვენს მხარეს იყო. იაპონელები კი კარგად იცავდნენ თავს. ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა მურაზ გიორგაძეს, მამუკა გორგოძესა და მერაბ შარიქაძესაც ჰქონდათ, მაგრამ დაგვირგვინება არ გამოდიოდა.


მატჩის 70-ე წუთი იყო, როდესაც ლაშა მალაღურაძეს ჯარიმის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა. ჯარიმა ზუსტად შეასრულა და ანგარიში 6:10 გახადა. ცოტახანში მალაღურაძეს კვლავ მიეცა ანგარიშის გაზრდის შესაძლებლობა, მაგრამ ამჯერად ბურთი ძელებს შორის არ გავიდა.

დარჩენილ 3 წუთში იაპონელებმა ჩვენ 5 მეტრიანთან დერეფანი მოიგეს და მოლი ააგორეს, რომლის შეჩერება ვერ მოვახერხეთ და ლელო მივიღეთ. გარდასახვა გორუმარულ შეასრულა, რითაც იაპონია წინ გავიდა 13:10.

დარჩენილ დროში ვუტევდით, მაგრამ გაწითლებულ დროზე ბურთი წინ დაგვივარდა, ჯონ ლეისიმ დასტვინა და მატჩი დაასრულა.

გილდფორდში 13 სექტემბრამდე
ამრიგად სამივე საკონტროლო მატჩი ვითამაშეთ. სამწუხაროდ სამივე დავთმეთ, მაგრამ ეს შეხვედრები, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი ტესტი იყო, უპირველეს ყოვლისა ნაკრებისთვის მსოფლიო თასისთვის მოსამზადებელ ხასიათსა იყო. მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს გრძელი საწრთობი პერიოდის შემდეგ, სარაგბო კომპონენტებზე და პოტენციურ წუნებზე ემუშავა.

სამწვრთნელო შტაბის განცხადებით, ამ მხრივ მიღებული გამოცდილება შეუფასებელია, რაც უდაოდ დადებით შედეგს მოიტანს უშუალოდ მსოფლიო თასზე. შეგახსენებთ, რომ 19 სექტემბერს, მსოფლიო თასის დაწყებიდან მეორე დღეს, ბორჯღალოსნები, ამავე სტადიონზე, ქინგსჰოლმზე დაუპირისპირდებიან "ც" ჯგუფში თავიანთ მთავარ მეტოქეს, ტონგას. აქვე გაცნობებთ, რომ იაპონიასთან მატჩის შემდეგ ყველა მოთამაშე ჯანმრთელად არის.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 10 /
lova
რა 60 მილიონი? 2 მილიონი ლარია 1 წლის მანძილზე სულ დახარჯული
ან როგორ არის უსუსტესი, რომელ კომპონენტში? დღევანდელი ნაკრები ნებისმიერი პერიოდის საქართველოს ნაკრებს უპირობოდ მოუგებს (2003,2007,2011 გუნდებს)
giorgi
08 სექტემბერი 2015 12:04
0
ესეთი სუსტი ნაკრები ჯერ არ გვყოლია არადა 60 მილიონი ლარია დახარჯული ...
vova
07 სექტემბერი 2015 12:09
0
მაშინ შენ გააკეთე ჭკვიანური კომენტარი...!!!
ynwa
07 სექტემბერი 2015 11:08
0
ბიჭები მიზანს მიაღწევენ მე მატი მჯერააა.წინ გამარჯვებებიტთ ბიჭებოოო
kaxa
07 სექტემბერი 2015 10:30
0
იმედია მსოფლიო თასის წინ რაგბისტები ამ სულელურ კომენტარებს არ წაიკითხავენ
Irakli Apkhaidze
06 სექტემბერი 2015 19:42
0
ამდენი ფიზმომზადებისგან თამაში დაავიწყდათ!!!!!!!
lova
06 სექტემბერი 2015 15:39
0
დარწმუნებული ვარ ჰეიგი კიდევ იტყვის, რომ კმაყოფილია თამაშით და მოთამაშეების მომზადებით. ასეთი ნაგლი მწვრთნელი არ მახსოვს არცერეთი ჩვენი სპორტის სახეობის ნაკრებებიდან. თვით ფეხბურთის ნაკრების მწვრთნელებისგანაც არ მახსოვს, რომ ყოველი წაგების მერე პასუხისმგებლობა არ აეღოთ თავის თავზე. ეს იმის ბრალიცაა, რომ, ფედერაციის პრეზიდენტიც სულ პოზიტიურ განწყობაზე იყო, მიუხედავად იმისა, ვაგებდით თუ არა. მე ვერაფერი დავინახე ახალი ჩვენი გუნდის თამაშში. შეიძლება ვცდები და ღმერთმა ქნას, რომ ვცდებოდე, მაგრამ კარგს ამ ჩემპიონატისაგან არ ველი. ამდენი დამარცხებები კი ცუდად მოქმედებს გუნდის განწყობაზე ტურნირის წინ.
ynwa
06 სექტემბერი 2015 12:27
0
მესამე ადგილისთვის უნდა ვიბრძოლოთო.საუბედუროთ ძალიან ეჩვი მეპარება, ალბათ ნამიბიას კი მოუგებთ და საერთოდ ჩემი სუბიეკტური აზრია ჰეიგმა ამოცურა თავისი თავი,კალათბურთელებმაც ცააგეს ,ერთი ფეხბურთელებმა გაგვახარეს!
Unknown
06 სექტემბერი 2015 07:32
0
კანადამ და იაპონიამ 5 ჯარიმა გაგვიტანა. ჩვენ მათ - მხოლოდ 1. ძალზე დამაფიქრებელია. იაპონიასთან ბოლო წუთებზე მარცხიც ცუდად მენიშნა. ხომ არ მოიკოჭლებს ჩვენი სათამაშო დისციპლინა?
gogig
06 სექტემბერი 2015 01:12
0
ესენიც არაფრის მაქნისები არიან......
j.....
05 სექტემბერი 2015 21:49
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული