რიჩი მაკქოუ: ქართველებთან თამაშის მერე მოედნიდან დაცლილი გავდიოდი

AutoSharing Option
რუსეთში მყოფ ზელანდიის ნაკრების ლეგენდარულ კაპიტან რიჩი მაკქოუს rugbyonline.ru-მ ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა.

ერთი კითხვა-პასუხი მთლიანად საქართველოს ნაკრებთან მსოფლიოს თასზე გამართულ შეხვედრას ეხებოდა.

- 2015 წლის მსოფლიოს თასზე ზელანდიის ნაკრები საქართველოს ნაკრებს შეხვდა. როგორი შთაბეჭდილება დატოვეს "ლელოებმა" თქვენზე, შესამჩნევია თუ არა მათი პროგრესი?
-როცა ქართველებს შევხვდით, მათ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს. ძალიან ზორბა ბიჭები არიან, თითქმის ყველა ევროპულ კლუბებში თამაშობს. მოკლედ, ძალიან ხისტი მატჩი გამოგვივიდა.

მეტოქის ერთ-ერთი დიდი უპირატესობა დაცვა იყო, ძალიან გაგვიჭირდა
მათი დაცვის გარღვევა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ერთია, ქართველები ხანდახან შეტევის შანსებს ვერ იყენებდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, დაძაბული მატჩი გამოვიდა.

მართალია, თავიდანვე ჩანდა, რომ სავარაუდოდ, თამაშს მაინც მოვიგებდით, ეს ჩვენ დიდი შრომის ფასად გავაკეთეთ. მეტოქეს კარგი ბიჭები ჰყავს, ნამდვილი პროფესიონალები, მათ რაგბის თამაში კარგად იციან.

თუკი საქართველოს ნაკრები უფრო მაღალ დონეზე გავა, ეჭვიც არ მეპარება, რომ პროგრესს გააგრძელებს. ქართველებთან თამაშის მერე მოედნიდან გავდიოდი დაცლილი ენერგიით, როგორც დაძაბული მატჩებისას ხდება ხოლმე.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრები მსოფლიოს მომავალ ჩემპიონთან 10:43 დამარცხდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
დიდი მოთამაშე,დიდი კაცი,დიდი პიროვნებაა დღეს რიჩი!
sano
12 თებერვალი 2016 12:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული