მილტონ ჰეიგმა ვლადიმირ ვაისს საქართველოს ნაკრებში წარმატების მიღწევის გზა ასწავლა

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის გათამაშების ბოლო ტურში რუმინეთთან მოგების (38:9) შემდეგ, "ბორჯღალოსანთა" მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ახალი უცხოელი მწვრთნელისთვის იმ რჩევების მიცემა სთხოვეს, რის წყალობითაც ვლადიმირ ვაისი წარმატებას მიაღწევს...

რაგბის ახალზელანდიელი სპეციალისტი ფეხბურთის სლოვაკ მწვრთნელს ურჩევს, საქართველოში იცხოვროს და კარგად გაეცნოს ქვეყანასა და მის კულტურას, რათა შედეგს მიაღწიოს.

"საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როგორც უცხოელს, ვურჩევ, აქ ჩამოვიდეს და იცხოვროს,
შეიგრძნოს აქაურობა და აქაური კულტურა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწევს".

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ევროპის ერთა თასსა და ანთიმოზ ივერიელის თასს დაეუფლნენ, რომელიც ტრადიციულად, საქართველო-რუმინეთის დაპირისპირებაში თამაშდება.
მკითხველის კომენტარები / 18 /
ვისაც ქართული ფეხბურთის მოსპობა უნდა სიკვდილს მოგანატრებთ.
Yasabi..
24 მარტი 2016 02:05
0
ფეხბურთში არაფერიც არ იქნება.
ფეხბურთელები კი არა მთხლებურთელები
21 მარტი 2016 01:46
0
რას ნიშნავს ერთიანობა და ერთად შეკვრა,დაუძლეველი არაფელია,ასეთი
ჟინი და მონდობება არის საჭირო ფეხბურთში და შედეგი აუცილებლად იქნება.
9999999
20 მარტი 2016 13:30
0
ისე გახარებული გევლოთ, როგორც გაახარეთ მთელი ქვეყანა ბრწყინვალე შედეგით.
kaxa
20 მარტი 2016 12:03
0
ბ-ნ მელიტონმა ყველაფერი გასაგებად აუხსნა ბ-ნ ვლადიმერს, მაგრამ სპორტსმენების დამოკიდებულება პროფესიონალური კუთხით ერთნაირია ?????
მიხეილ
20 მარტი 2016 12:02
0
გონივრული რჩევაა...
status quo
20 მარტი 2016 10:18
0
გაიხარე!
ვაჟა
20 მარტი 2016 10:14
0
მადლობა ბატონო მილტონ .ტქვენ საქარტველოს საპატიო მოქალაქე ხარტ. მადლობა ასე კარგად გარწვტნილი გუნდისტვის და საქარტველოს დიდებისტვის
თამარი
20 მარტი 2016 09:29
0
მადლობა ყველას მილტონით დაწყებული და წყლის მიმწოდებლით დამთავრებული.ეს იყო ქართული სულისა და შემართების ზეიმი.
+_)*
20 მარტი 2016 09:15
0
მაგარი კაცია!
shota
20 მარტი 2016 05:50
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული