"ბორჯღალოსნები" ნოემბერში 2 ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე უძღვებოდა.

შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი ჯახები გველის, შესანიშნავი ტესტებია ეს კი მსოფლიო რაგბის მიერ ჩვენი აღიარებაა. ყველა მეტოქე ლამის ერთმანეთის ტოლ სწორია. თბილისში დიდი შანსი გვაქვს ყველა დავამარცხოთ. თამაშები თუ დინამო არენაზე გაიმართა უნდა ვიყოჩაღოთ და შევავსოთ სტადიონი. ერთ რამეზე მწყდება გული რომ საქართველოს სხვა ქალაქებში ვერ ვიხილავთ ამ შესანიშნავ თამაშებს, ქუთაისს ინფრასტრუქტურა არ აქვს, ბათუმს სტადიონი... აი ზაფხული კი ცხელი იქნება მეგობრებო ფიჯი წაგვაქცევინა... ერთი მატჩიც თუ მოვიგეთ ზაფხულში მაგარი შედეგი იქნება, აი შემოდგომაზე კი ორივე უნდა დავაწვინოთ!!!
მდა
28 მარტი 2016 11:00
0
ყველა გუნდი ჩვენზე ძლიერია. თუნდაც ნახევარი თავით გვჯობნიან, ზოგიერთი ერთი თავითაც გვჯობს. ეს ძალიან, ძალიან მაგარი რამეა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტესტები მოუპოვა საქართველოს. ცხადია დიიდი მადლობა ჩვენს ლომკაცებს, ჩვენს მორაგბეებს! მათ ეს თამაშები თავიანთი თამაშით, ჯიგრით, კაიკაცობით და თავდადებით მოიპოვეს.
ეხლა რაცშეეხება შედეგს. თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, ეს სამარცხვინო არიქნება. თუ ორ თამაშს მოვიგებთ ეს კარგი შედეგია. სამი თამაშის მოგება მაგარი შედეგია. ბიჭები პროგრესირებენ და მჯერა 2019- ი წლის მსოფლიო ჩენპიონატის შემდეგ აუცილებლად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს სარაგბო ელიტაში!
kofee11
24 მარტი 2016 21:36
0
ბოლო მეტოქეები იმიტომ არიან მნიშვნელოვან-ძლიერები რომ ფორმაში შესვლა მოასწრონ და შეთამაშება
achi
24 მარტი 2016 19:37
0
1. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ ექვსი თამაშიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი შოტლანდიასთან გვაქვს. რომელიმე ექვსი ერელის დამარცხება უსერიოზულესი არგუმენტი იქნებოდა ბობოლებისათვის. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ხომ არ აჯობებდა, რომ შოტლანდიასთან ნოემბერში პირველი და არა მესამე შეხვედრა გვქონოდა? ხომ შეიძლება, ვინმე დაგვიზიანდეს წინა ორ თამაშში?

2. ერთი რამ, რაც არ გამეხარდა, ის გახლავთ, რომ არც ერთი ექვსი ერელი არ ჩამოდის თბილისში სათამაშოდ. როგორ ვქნათ, რომ რომელიმე აქ ჩამოვაცუნცულოთ?
ნოდარი
24 მარტი 2016 16:34
0
გვეღირსა როგორც იქნა ნორმალური მეტოქეები, ამ 6 ტამაშიდან 3 მოგებით ფრიად კმაყოფილი ვიქნები მე პირადად (ნუ 2 მოგებაც არაა ცუდი) :)))
irakli apkhaidze
24 მარტი 2016 15:50
0
შესანიშნავი ტესტებია!!! იმედია, თავს არ შევირცხვენთ...
tngh
24 მარტი 2016 15:32
0
giorgi
5 მეტოქეა თორე 6 თამაშს ვატარებთ, რადგან სამოას ივნისშიც ვხვდებით და ნოემბერშიც!!

ეს რაც შეეხებოდა მატჩების რაოდენობას, აი სიძლიერით კი 5ვე ჩვენზე ძლიერ გუნდად ითვლება და დამიჯერე იგივე ტონგასთან მოგებით ნუ იფიქრებ რომ სუსტია, ახასიათებთ კუნძულელებს მსგავსი ჩავარდნები, დღეს შეიძლება მოვუგოთ, ხვალ წავიდეს და ზელანდია დაამარცხოს თუ თამაში წაუვიდათ(იაპონიის სენსაცია ყველამ ვნახეთ)..
შოტლანდიაზე არაფერს ვიტყვი 6ერის გუნდია და მემგონი მსოფლიოზე ყველაზე კარგად გამოვიდა და ეხლაც შესანიშნავად აგრძელებს!!

იგივე მსოფლიო თასის წინ ტონგასთან მოგება პროგრამა მაქსიმუმი იყო და ბიჭები ამბობდნენ ჩვენზე ძლიერია და ყველაფერი უნდა დავდოთ რო იქნებ გაგვიმართლოს და მოვუგოთო, მსოფლიო პრესაც იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემდეგ ყველაზე დიდ სენსაციად ჩვენ გამარჯვებას ასახელებდა!!
Gio
24 მარტი 2016 15:14
0
მგონი კარგი ტესტები.ასეთი მატჩები ერთ კალენდარულ წელში არასდროს გვქონია...
fanat
24 მარტი 2016 14:48
0
5 თამაშს ვატარებთ წელს და კარგი იქნებოდა 1 გუნდი მაინც რო ყოფილიყო ჩვენზე გაცილებით ძლიერი... რაგბის განვითარება უნდათ და თამაშის უფლებას არ აძლევენ...
giorgi
24 მარტი 2016 14:18
0

სიახლეები პოპულარული