საქართველო - ესპანეთი 60:0 (+VIDEO)

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 2011-2012 წლების ერთა თასზე მეორე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ესპანეთის ეროვნულ გუნდთან გამართა და 60:0 გაიამარჯვა.

ლელოები დადეს: ლექსო გუგავამ,  მერაბ კვირიკაშვილმა, დავით კაჭარავამ, ბესიკ ხამაშურიძემ, ირაკლი ნატრიაშვილმა, თედო ზიბზიბაძემ (2), გია ლაბაძემ და ბექა ურჯუკაშვილმა.

ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნები" ერთა თასის გათამაშების ლიდერებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება უკრაინა-რუმინეთისა და რუსეთი-პორტუგალიის დაპირისპირებები.

რიჩი დიქსონის შეგირდები ერთა თასის გათამაშებაზე მომდევნო, მესამე ტურის მატჩს პორტუგალიაში, ამ ქვეყნის ნაკრებთან 26 თებერვალს გამართავენ.



.



მკითხველის კომენტარები / 2 /
გაიხარეთ ბიჭებო! თქვენ ახარებთ ქართული სპორტის გულშემატკივარებს
greta
20:43 13-02-2011
0
ვამაყობ ბიჭებო თქვენით!!!საქართველოს გმირებო!!!
giorgi
16:43 12-02-2011
0

სიახლეები პოპულარული