ლელოები დადეს: ლექსო გუგავამ, მერაბ კვირიკაშვილმა, დავით კაჭარავამ, ბესიკ ხამაშურიძემ, ირაკლი ნატრიაშვილმა, თედო ზიბზიბაძემ (2), გია ლაბაძემ და ბექა ურჯუკაშვილმა.
ამ გამარჯვებით "ბორჯღალოსნები" ერთა თასის გათამაშების ლიდერებად რჩებიან, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება უკრაინა-რუმინეთისა და რუსეთი-პორტუგალიის დაპირისპირებები.
რიჩი დიქსონის შეგირდები ერთა თასის გათამაშებაზე მომდევნო, მესამე ტურის მატჩს პორტუგალიაში, ამ ქვეყნის ნაკრებთან 26 თებერვალს გამართავენ.
.