ქართული რაგბი

ეროვნული ნაკრები

მამუკა გორგოძე: ხვალ წაგების უფლება არ გვაქვს!

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ, სამოასთან მატჩის წინ, მიხეილ მესხის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩში იაპონიასთან (22:28) დამარცხდნენ. საქართველოსა და სამოას ნაკრებებს შორის შეხვედრა კი 19 ნოემბერს, "მიხეილ მესხზე", 15:00 სთ-ზე დაიწყება.

"ძალიან მძიმე მატჩი გველის. დაახლოებით ერთი ტიპის რაგბის ვთამაშობთ, ამიტომ შანსებს 50/50-ზე შევაფასებდი.

იაპონიას აშკარად ვაჯობეთ, მაგრამ ათასში ერთხელ ხდება, რომ ასე დომინირებ და მაინც მარცხდები. მაინც და მაინც ჩვენ დაგვემართა ეს.

ხვალ ეს არ უნდა გამეორდეს, რადგან წაგების უფლება არ გვაქვს
- წელი გამარჯვებით უნდა დავასრულოთ!" - განაცხადა გორგოძემ.