შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

AutoSharing Option
26 ნოემნბერს საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ნოემბრის ტესტების სერიის უკანასკნელი მატჩი გამართა კილმარნოკში, სადაც შოტლანდიის ნაკრებთან 16:43 დამარცხდა.

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა

მატჩის შემდეგ კმაყოფილი იყო შოტლანდიელთა ზელანდიელი თავკაცი ვერნ კოტერი:

"ძალიან კარგი პირველი ტაიმი გვქონდა, სწრაფი სამი ლელო დავდეთ, ბურთი მოვიპოვეთ და მეტოქეს ის არ მივეცით. ამიტომაც მოწინააღმდეგე თამაშში ვერ ერთვებოდა. ჩვენი ბიჭები სერიოზულად მიუდგნენ თამაშს, სოლიდურად მოემზადნენ და თავიდანვე მოუპოვეს გუნდს უპირატესობა გასამარჯვებლად. მეტოქე ძალიან კარგია ფიზიკურად და ეს შეხვედრაც მძიმე იყო ამ კუთხით, მაგრამ გამარჯვება კარგი
თამაშით მოვიპოვეთ.

მეორე ტაიმში თამაში ცოტა გაიხსნა, ბურთი სველი იყო, ციოდა, ამიტომაც ჩვენი გადასვლები დაცვიდან შეტევაში ისეთი სწრაფი ვეღარ იყო, როგორიც სასურველია. გრეიგ ლეიდლოუმ დიდებულად ითამაშა. ჩვენ უფრო და უფრო ვუმატებთ".

კაპიტანი გრეიგ ლეიდლოუ: "ჩვენ 43 ქულა ავიღეთ და ძალიან კარგი ლელოები დავდეთ ფიზიკურად ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. ძალიან მომწონს ჩვენი შემტევი სტილი, რომლითაც მეტოქეებს პრობლემებს ვუქმნით".

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელებული რაიან უილსონი: "ჩვენ კარგად ვიცოდით, ფიზიკურად რამდენად მძიმე თამაში გველოდა. ძალიან კარგია ასეთი პუბლიკის წინაშე დამაჯერებლად მოგება. პირველი ორი თამაში ავსტრალიასთან და არგენტინასთან უფრო დაძაბული იყო, დღეს უფრო კარგად დალაგდა ჩვენი თამაში, ეს კი ბიჭების მძიმე შრომის შედეგია. გვინდა, რომ ასე კარგად გავაგრძელოთ გაისად ექვსი ერის პირველობაზეც".

ფაქტები
* შოტლანდიის ნაკრებმა 2016 წელს 10 მატჩიდან 6 მოიგო, 60% მათი საუკეთესო შედეგია 2002 წლის მერე.
* შოტლანდიამ 2013 წლის შემდეგ პირველად შეძლო გადაბმით საშინაო მატჩები.

Reuters
"საშინაო გუნდმა სტუმართა კარგი დასაწყისის შემდეგ მალევე შემოატრიალა თამაში მეტოქესაც, რომელსაც სურვილი აქვს ექვსი ერის პირველობა გაფართოვდეს. შოტლანდიამ პირველ ტაიმში კლასით აჯობა მეტოქეს, ოთხი ლელო დაუდო და ტაიმი 31:11 მოუგო".

sportal.co.nz
"საქართველოს ნაკრების სურვილს, ჩაერთოს ექვსი ერის პირველობაზე მეშვიდე წევრად, არგუმენტი შეუსუსტდა. რადგან "ბორჯლასონები" გვარიანად დაამარცხეს კილმარნოკის "რაგბი პარკზე".

The Telegraph
"შოტლანდიამ დაუდო ექვსი კარგი ლელო საქართველოს და მას ექვს ერზე მოხვედრის ამბიციები შეუსუსტა. სიმართლე ითქვას, ეს თამაში უფრო კარგ ვარჯიშს ჰგავდა. საქართველო, რომელმაც მეორე დონის ყველა ქვეყანას მოუგო, ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ ამ გუნდს შეუძლია უძლიერესბთან ტოლ-სწორად თამაში.

მათი ეს მისია ჩავარდა. შოტლანდია ბევრად უკეთესი იყო ყველაფერში თუ შერკინებას არ ჩავთვლით. შოტლანდიამ 6 კარგი ლელო დადო, რაზეც საქართველომ ვასილ ლობჟანიძის ორი ლელოთი უპასუხა.

შოტლანდია დიდებული ტემპით თამაშობდა, რაშიც მას საქართველო ვერ აყვა. ამ გუნებს შორის ხვაობა რეიტინგში მხოლოდ 5 საფეხურია, მაგრამ მათ შორის სინამდვილეში დიდი უფსკრულია.

ასეთი თამაშით საქართველოს ნაკრების ამბიციას, შეუერთდეს ექვსი ერის გათამაშებას, ახლო მომავალში არავინ დააკმაყოფილებს".

thecourier.co.uk
"შოტლანდიის ნაკრებმა ექვსი ლელო დაუდო "რაგბი პარკზე" ენერგიულ, მაგრამ დაჯაბნულ საქართველოს ნაკრებს".

scottishrugby.org
"შოტლანდიის ნაკრებმა ერთით მეტი ლელო მიითვალა, ვიდრე ეს ტონგასთან მატჩში გააკეთა, ბოლო შეხვედრაში, როცა ნაკრებმა კილმარნოკში ითამაშა. განსაკუთრებით კარგი იყო პირველი ტაიმი, ელვისებური და დინამიკური შეტევებით, რომელთა წყალობით, მატჩის გამარჯვებულის ვინაობა ეჭქვეშ არ დამდგარა".

OnRugby
"ტესტმატჩში შოტლანდიას არანაირი პრობლემა არ ჰქონია საქართველოსთან მატჩში".

dailymail.co.uk
"ვერნ კოტერის გუნდმა ბოლო 14 წელიწადში საუკეთესო სეზონი დიდებულად დაასრულა".

bbc.com
"შოტლანდიამ საქართველოს ღონიერ ნაკრებს აჯობა".
მკითხველის კომენტარები / 38 /
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი და ფული მიეცით რაგბს. 3 ახალი გუნდი გვინდა ასევე 3 ბავშვთა სკოლა. თითო თითო მესტიაში, ყაზბეგში და მთიან აჭარაში. მერე ნახეთ თუ შოტლანდია ბეჭებზე არ დავდოთ ათიდან მინიმუმ შვიდჯერ.
გააუქმეთ ქართული ფეხბურთი
29 ნოემბერი 2016 01:44
0
ილია
28 ნოემბერი 2016 11:18

ძალუძს, თან აშკარად.
რეზო
28 ნოემბერი 2016 12:59
0
მოკლე ისტორიას გეტვით ვინც წინსვლას ვერ ხედავთ საქართველო 2009 წელს იყო 23 ადგილზე ეხლა არის მე-12-ზე 7 წელში 11 პოზიციით წავიწიეთ წინ და ამიტომ უკეთესის იმედი მაქ.
ისე ჰეიგი, რომ მოვიდა ყველას ახსოვს რა შედეგიც დაიდო პირველი ტამაშები ესპანეთთან წავაგეთ და ატყდა ამბავი ეს რა ქნაო. არაუშავს წინ არის ევროპის 6 ერი ა
me
28 ნოემბერი 2016 12:53
0
რამდენიმე თემას მინდა შევეხო, ერთი შოტლანდიასთან გვათამაშეს ხელოვნურ მოედანზე სადაც მათ უპირატესობა ექნებოდათ ნებისმიერ შემთხვევაში და ასეც მოხდა. მეორე შოტლანდიასთან ჩვენ არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი, ჩვენი სამიზნე არის იტალია რომელმაც ტონგასთან წააგო შინ. მესამე კაცი გაგვიგდეს უმიზეზოდ, ასეთი წნეხის დროს ძალიან ძნელია ბიჭებს მობილიზება მოსთხოვო, თან მეორე ხაზში სადაც ისედაც უპირატესობა ქონდათ შოტლანდიელებს, ეს შანსი კი იდეალურად გამოიყენეს. რო გაგდებენ თამაშიდან მერე იქ იგივე ტემპში დაბრუნება ძალიან ძნელია ამიტომ კოტე ვერ ჩაერთო დაბრუნებისას და იმათაც მეორე ხაზი ძალიან სერიოზულად დატვირთეს. შოტლანდია ან ნებისმიერი 6 ერის გუნდი გვეწვიოს აქეთ საქართველოში და ვნახოთ რა ანგარიში დაფიქსირდება. ჩვენი ბიჭები საქართველოში სულ სხვანაირად თამაშობენ. ხშირად ვარჩევ იტალიის თამაშს და დარწმუნებული ვარ სადაც არ უნდა შევხვდეთ ყველგან მოვუგებთ. თავისი ნებით არ გვეთამაშებიან ან მსოფლიოზე უნდა მოვხვდეთ ერთ კალათში ან რაგბის მამებმა უნდა აიძულონ გვეთამაშონ. აი საითკენ უნდა წავიყვანოთ ჩვენი სტრატეგია თუ გვინდა რამე რეალური პრეტენზია გაგვიჩნდეს.
qar
28 ნოემბერი 2016 11:22
0
სამოასთან მოგების მერე დავწერე, ეგ ჩვენი მაქსიმუმია-მეთქი და ლამის ჩამქოლეს.
ლობჟანიძე და ახალგაზრდები გაცილებით მეტს შეძლებენ, ამ ფორმაციის ნაკრებს კი მეტი არ ძალუძს მიუხედავად იმისა, რომ მადლობის მეტი რა გვეთქმის.
ილია
28 ნოემბერი 2016 11:18
0
Gogi-ს. გოგი, იქიდან გამომდინარე, რომ სროტები რაგბს საუკუნეზე მეტია ტამაშობენ, ჩვენ კი რამოდენიმე ათეული წელი, მაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ დავასახელო მინიმუმი 8-10 წელი, ეს ყველაზე საუკეთესო შემთხვეაში.
დუდა
28 ნოემბერი 2016 09:49
0
ლობჟანიძესგან ძალიან კარგი სპრინტერი შეიძლება დადგეს, თუ ივარჯიშებს ამ კუთხით. ისე კარგად ჩაჯდა გუნდში და მაგარი მორაგბეა.
sorinterebi gvchirdeba.
28 ნოემბერი 2016 09:03
0
ნუ ფიქრობთ,რომ გამოუვალი მდგომარეობაა. რაგბს15 კაცი თამაშობს და 9კაცი ისეთი გვყავს ნებისმიერი ტოპ ქვეყნის ძირითადში ინატრებდნენ მაგათი ნახევარი, რომ შეეძლოთ ფრთებს ჩვენ მოვუგებდით დიდი ანგარიშით.
მარტივი ტაქტიკით მოიგეს და ეს უნდა დაენახა მწვრთნელს ცენტრალურ ხაზთან უტევდნენ და ჩვენი ფრთები შიგნით შემოყავდათ მეორე ხაზელებს და მერე ფლანგებზე 13 14 15 ნომრები რჩებოდნენ ჩვენს პირველხაზელებთან ამიტომ გამოჩნდა, რომ ჩვენ ბევრად უფრო ნელა გადავადგილდებოდით.
Me
28 ნოემბერი 2016 08:52
0
საქრთველოში მძლეოსნობა და კერძოდ სირბილი აღარ არსებობს ....და რეგბისტებს სწრაფად სირბილი როგორ მოვთხოვოთ...
levan
28 ნოემბერი 2016 08:50
0
Ragbishi iseti angarishebi dafiqsirebula da iset tamashebshi... shors nu wavalt. 2015 wlis msoflios chempionati, meotxedfinali : argentina vs irlandia 43:20, anda zelandia vs safrangeti 62:13.
giorgi
28 ნოემბერი 2016 01:00
0

სიახლეები პოპულარული