მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 62-ე წუთზე ერთი საჯარიმო გაიტანა, რითაც ლანგედოკელებს გამარჯვება მოუტანა. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. "ბეზიეს" ახალწვეულ ენდრიუ მერთენსს არ უთამაშია.
ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს გადაბარგებულ "ფიჟაკს", სადაც აქამდე სამი ქართველი მერაბ კვირიკაშვილი, ბადრი ურჯუკაშვილი და ლევან დათუნაშვილი ირიცხებოდა, კიდევ ორი ჩვენებური დაემატა.
ფიჟაკელები ხვალ პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ მეორედივიზიონელ "ორიაკთან". აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი "ორიაკის" საკუთრებაა და "ფიჟაკში" ათი თვითაა განათხოვრებული.