გორგოძის კიდევ ერთი აღიარება

AutoSharing Option
ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ევროტურნირის "ჰეინეკენის თასის" გათამაშების პირველ ტურში მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, მიხეილ ნარიაშვილისა და გოდერძი შველიძის "მონპელიემ" შინ ფრედ ითამაშა ირლანდიურ "ლენსტერთან" - 16:16.

ამ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

სარაგბო ვებ გვერდმა Planetrugby-მ "ჰეინეკენის თასის" გათამაშების პირველი ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც მამუკა გორგოძეს კონკურენტი არ ჰყავს. აი, რას წერს მასზე Planetrugby:

"ქართველმა მესამეხაზელმა მთელი მატჩის განმავლობაში გმირულად იბრძოლა. მან თამაში შვიდი ნომრის პოზიციაზე დაიწყო და რვა ნომრად დაამთავრა. ამასთან სრულიად დაჩრდილა მეტოქის ჯილა შონ
ობარიანი".

სიმბოლური ნაკრები
15. კლემან პუატრენო (ტულუზი), 14. დაგ ჰაულიტი (მანსტერი), 13. ოუენ ფარელი (სარასენზი), 12. ჯეიმზ დონეი (ნოსჰემპთონი), 11. იან ბოლშო (ბიარიცი), 10. რონან ოგარა (მანსტერი), 9. კაჰნი ფოტუალიი (ოსფრიზი), 1. სოანე ტონგაუიჰა (ნორსჰეპმთონი), 2. ავგუსტინ კრევი (მონპელიე), 3. ტაუფააო ფილისე (კარდიფი), 4. კორტნი ლოზი (ნორსჰემპთონი), 5. პაულ ტიტო (კარდიფი), 6. პიტერ ომაჰონი (მანსტერი), 7. მამუკა გორგოძე (მონპელიე), 8. ერნსტ იუბერი (სარასენზი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კორტნი ლავი კურტ კობეინის ცოლია და მორაგბის გვარი იკითხება, როგორც ”ლოზი” :)))
ჩაასწორეთ თუ შეიძლება
mike
11:45 15-11-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული