მაჩხანელი პირველი ლელო და მეკოს კინკილა საჯარიმო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ-1 დივიზიონში სამკვირიანი შესვენების შემდეგ, გათამაშება მე-7 ტურის შეხვედრებით გაგრძელდა.

პლეი ოფში გასასვლელად ქართველ მორაგბეთა რვა გუნდი იბრძვის. ორ, A და D ჯგუფებში კი "ქართული გუნდები" ლიდერობენ.

A ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი სამი საფეხური ჩვენებურთა გუნდებს, "ლილს", "მონლუოსონსა" და "მასის" უკავიათ. მე-7 ტურის ცენტრალური შეხვედრა მონლუოსნში გაიმართა, სადაც ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დადუნაშვილის ადგილობრივმა გუნდმა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასის" უმასპინძლა და 16:3 დაამარცხა.

სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს, ყუფარაძე კი
მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე. კობაურს და დადუნაშვილს არ უთამაშიათ.

ამ ჯგუფის ლიდერმა დავით ბოლღაშვილის "ლილმა" სტუმრად დაამარცხა გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონი" - 20:15. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო.

შოთა მელიქიძის "მაკონი", რომელიც 19 ქულით მეხუთე ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძვის, სტუმრად ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანს" შეხვდა და 8:3 მოუგო.

საყვარელიძემ სრულად ითამაშა, კოპალიანი 64-ე წუთზე შეცვალეს, მელიქიძე სათადარიგოთა შორის იყო, თუმცა არ უთამაშია.

რეზო გიგაურის, ნიკოლოზ გიორგაძისა და დიმა ხოჭოლავას "ბულონი" სტუმრად "ნევერთან" დამარცხდა დიდი ანგარიშით - 48:0.

ჩვენებურთა ამ გუნდს მოგებათა გრაფაში ჯერ კიდევ ნული უწერია და ჯერჯერობით უიმედო აუთსაიდერია.

გიგაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ხოჭოლავა მატჩში 41-ე წუთიდან ჩაერთო, გიორგაძე განახცადში არ იყო.

A ჯგუფი
მონლუსონი-მასი 16:3, დიჟონი-ლილი 15:20, ბობინი-სტრასბური 22:18, ორლეანი-მაკონი 3:8, ნევერი-ბულონი 48:0.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 28 ქულა, 2. მონლუსონი - 23, 3. მასი - 23, 4. ბობინი - 20, 5. მაკონი - 19, 6. ნევერი - 19, 7. დიჟონი - 19, 8. სტრასბური - 11, 9. ორლეანი - 8, 10. ბულონი - 0

* * *

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს. ამ "ქართულმა გუნდმა" 22 ქულა დააგროვა და ახლა სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. მას ლიდერი "ბურგ ან ბრესი" შვიდი ქულით უსწრებს.

"ლა სეინმა" სტუმრად ითამაშა "პოკენთან" და მეტოქეს დიდი ანგარიშით გაანადგურა - 71:10. ლაბაძემ და მაისურაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს, ბელქანია განაცხადში არ იყო.

ლასეინელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი", რომელმაც მე-7 ტურში ფრედ დაასრულა მატჩი პირველადგილოსან "ბურგ ან ბრესთან" - 20:20. მაჩხნელმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 66-ე წუთზე ლელო გაიტანა და თავისიანები 20:14 დააწინაურა. სამწუხაროდ, მასპინძლებმა ამ ანგარიშის შენარჩუნება ვერ მოახრხეს.

გიორგი კუთარაშვილის "შატორენარმა" შინ მოუგო "მონტობანს" 24:19 და საგრძნობლად გაიუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა.
კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ". "ლაჟვარდოვანი სანაპიროს" გუნდმა შინ დაამარცხა ირაკლი ნინიძის "რომანი" - 25:22.

კაჭარავამ სრულად ითამაშა, მაღალდაძე 76-ე წუთზე შეცვალეს, ნინიძე განაცხადში არ იყო.

თემურ გელანტიას "ნიმმა" სტუმრად წააგო "კასტანესთან" - 23:16. გელანტია მოდანზე 46-ე წუთიდან გამოჩნდა.

B ჯგუფი
შატორენარი-მონტობანი 24:19, სენტ ეტიენი-ბურგ ან ბრესი 20:20, ნიცა-რომანი 25:22, კასტანე-ნიმი 23:16, პოკენი-ლა სეინი 10:71.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 29 ქულა, 2. მონტობანი - 26, 3. ლა სეინი - 22, 4. სენტ ეტიენი - 17, 5. კასტანე - 17, 6. რომანი - 14, 7. შატორენარი - 12, 8. ნიმი - 10, 9. ნიცა - 7, 10. პოკენი - 3.

C ჯგუფში კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს გიორგი ჩხაიძის, მერაბ კვირიკაშვილის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენი". ჩვენებურთა ამ გუნდმა სტუმრად "სენ მედართან" რაგბისთვის საკმაოდ უჩვეულო ანგარიშით 3:6 წააგო.

კვირიკაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, ერთი საჯარიმო მატჩის 30-ე წუთზე გაიტანა, თავიდან ბოლომდე იყო მოედანზე ჩხაიძეც, ოზგებაშვილი შეხვედრაში 55-ე წუთიდან ჩაერთო, აბესლამიძე განაცხადში არ იყო.

"სენ ჟუნიენს" ახლა 12 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

C ჯგუფი
მორლაა-ნევერი 19:26, სენ მედარი-სენ ჟუნიენი 6:3, სენ ნაზერი-ლანჟონი 19:12, სენ ჟან დე ლუზი-ლავორი 22:28, კოლომიე-აგეტმო 24:23.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 30 ქულა, 2. ვანი - 18, 3. ლავორი - 18, 4. სენ მედარი - 18, 5. სენ ჟან დე ლუზი - 16, 6. სენ ნაზერი - 16, 7. ლანჟონი - 13, 8. მორლაა - 13, 9. სენ ჟუნიენი - 12, 10. აგეტმო - 11.

D ჯგუფის ლიდერი დიმა ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენია", რომელმაც, მართალია, სტუმრად წააგო "ლიმოჟთან" - 15:21, მაგრამ სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს მაინც ინარჩუნებს. ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და ბოლომდე ითამაშა, ნემსაძე განაცხადში არ იყო.

D ჯგუფი
ლიმოჟი-ვალანს დაჟენი 21:15, ლანამეზანი-ოლორონი 29:25, მარმანდი-ბლანიაკი 23:22, ტიროსი-ლურდი 21:12, მოლეონი-რიბერაკი 12:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ვალანს დაჟენი - 23 ქულა, 2. ლურდი - 23, 3. ლიმოჟი - 23, 4. ტიროსი - 22, 5. ოლორონი - 16, 6. ლანამეზანი - 15, 7. ბლანიაკი - 14, 8. მარმანდი - 10, 9. მოლეონი - 9, 10. რიბერაკი - 6.

ფოტოზე დიმიტრი ბასილაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული