მაჩხანელის მორიგი ლელო და დაკარგული ლიდერობა

AutoSharing Option
საფრანგეთოს სარაგბო ჩემპიონატის მეორე და ფედერალ 1 დივიზიონებში მორიგი ტურის შეხვედრები გაიმართა.

ელიტურ, მეორე დივიზიონში ლიდერობას ისევ ინარჩუნებს ქართველი მორაგბის გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი".

ანალოგიურად ლიდერობენ ქართველ მორაგბეთა გუნდები ფედერალ 1 დივიზიონის A ჯგუფში. სამწუხაროდ, სატურნირო ცხრილის პირველ საფეხურს დაემშვიდობა კიდევ ერთი "ქართული გუნდი" "ვალანს დაჟენი".

"გრენობლი", როგორც უკვე ვთქვით, მეორე დივიზიონის ლიდერია. "ალპელებმა" საკმაოდ რთული ბრძოლა გადაიტანეს სტუმრად ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბეზიესთან", თუმცა ლანგედოკელების დამარცხება მაინც შეძლეს - 16:11. მენაბდიშვილს არ უთამაშია.

ბოლო ტურებში შესანიშნავად თამაშობს და ლიდერთა შორის გაერია დავით
ლოსაბერიძისა
და ზერო პეტრიაშვილის "პო", რომელმაც მე-13 ტურში შინ დაამარცხა "ლა როშელი" - 17:12. ქართველი მორაგბეები განაცხადში არ იყვნენ. "პოს" ახლა 38 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

გათამაშების ცხრილის ბოლო საფეხურზე ალექსანდრე მარგველაშვილს, დავით დადუნაშვილისა და თედო ზიბზიბაძის "პერიგო" იმყოფება, რომელმაც მორიგი მარცხი იწვნია "მონ დე მარსანთან" - 0:26. დადუნაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს, ზიბზიბაძე და მარგველაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის "ორიაკმა" სტუმრად წააგო "დაქსთან" - 19:24. ქართველები განაცხადში არ იყვნენ. "ორიაკი" კი 22 ქულით მე-13 ადგილზეა.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ოშთან" - 22:25. მაგრაქველიძე მოედანზე 52-ე წუთიდან გამოჩნდა, მირცხულავას არ უთამაშია.

II დივიზიონი
XIII ტური
ოში-ტარბი 25:22, ბეზიე-გრენობლი 11:16, ბურგუენი-ნარბონი 23:20, კარკასონი-ალბი 25:19, დაქსი-ორიაკი 24:19, მონ დე მარსანი-პერიგო 26:0, ექსი-ოიონაქსი 39:13, პო-ლა როშელი 17:12.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 43 ქულა, 2. დაქსი - 41, 3. პო - 38, 4. მონ დემარსანი - 38, 5. ბურგუენი - 35, 6. ექსი - 35, 7. ლა როშელი - 33, 8. ოიონაქსი - 33, 9. კარკასონი - 33, 10. ალბი - 32, 11. ტარბი - 30, 12. ოში - 27, 13. ორიაკი - 22, 14. ნარბონი - 18, 15. ბეზიე - 16, 16. პერიგო - 13.

XIV ტური
ოში-მონ დე მარსანი, ორიაკი-ბეზიე, ლა როშელი-ექსი, ნარბონი-კარკასონი, ოიონაქსი-პო, გრენობლი-დაქსი, ალბი-ბურგუენი, პერიგო-ტარბი

* * *

ფედერალ 1 დივიზიონში, როგორც უკვე ვთქვით, ლიდერობა ქაართველ მორაგბეთა გუნდებმა მხოლოდ A ჯგუფში შეინარჩუნეს. აქ სატურნირო ცხრილს სათავეში 33 ქულით დავით ბოლღაშვილის "ლილი" უდგას, რომელმაც VIII ტურში სტუმრად მოუგო აუტსაიდერ, რეზო გიგაურის, დიმა ხოჭოლავას და ნიკოლოზ გიორგაძის "ბულონს" - 25:0.

ხოჭოლავა 55-ე წუთზე შეცვალეს, გიგაურმა მოედანი ექვსი წუთის შემდეგ დატოვა, გიორგაძე კი თამაშში 68-ე წუთიდან ჩაერთო, ბოლღაშვილი განაცხადში არ იყო.

"ლილს" ხუთი ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც შინ მოუგო გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონს" 25:6. აშვეთია და მჭედლიშვილი პირველი ტაიმის მიწურულს შეცვალეს, სუთიაშვილმა 15 წუთით მეტი ითამაშა, კობაური განაცხადში არ იყო.

"მასის" ოთხი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელიც სტუმრად დამარცხდა "სტრასბურთან" - 16:19. ყუფარაძე თამაშში 48-ე წუთიდან ჩაერთო, დათუნაშვილს არ უთამაშია.

ავთანდილ კოპალიანისა და შოთა საყვარელიძის "ორლეანმა" სტუმრად წააგო "ნევერთან" - 3:29. ჩვენებურთა გუნდი რვა ქულით ბოლოსწინა, მე-9 ადგილზეა.

ფედრეალ 1
VIII ტური

A ჯგუფი
მასი-დიჟონი 25:6, ბულონი-ლილი 0:25, სტრასბური-მონლუსონი 19:16, მაკონი-ბობინი 19:10, ნევერი-ორლეანი 29:3.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 33 ქულა, 2. მასი - 28, 3. მონლუსონი - 24, 4. ნევერი - 23, 5. მაკონი - 23, 6. ბობინი - 20, 7. დიჟონი - 19, 8. სტრასბური - 15, 9. ორლეანი - 8, 10. ბულონი - 0.

* * *

B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებიდან საუკეთესო შედეგი დღესდღეობით გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინს" აქვს. ჩვენებურთა ამ გუნდმა, რომელიც 26 ქულით მესამე ადგილზეა შინ მოუგო გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესს" - 24:20.

ლა სეინელებს რვა ქულით ჩამორჩება და მე-5 ადგილზეა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი", რომელმაც სტუმრად წააგო "მონტობანთან" 23:29. მაჩხანელმა თავიდან ბოლომდე ითამაშა და 48-ე წუთზე ლელო გაიტანა.

"სენტ ეტიენს" ორი ქულით ჩამორჩება და მე-6 ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც სტუმრად მოუგო "რომანს" - 19:14. კუთარაშვილი 64-ე წუთზე შეცვალეს.

მიმდინარე გათამაშებაში მეორე გამარჯვება მოიპოვა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცამ", რომელმაც სტუმრად მოუგო თემურ გელანტიას "ნიმს" - 20:18. ორივე გუნდს 11-11 ქულა აქვს და აუტსაიდერთა შორის არიან.

B ჯგუფი

რომანი-შატორენარი 14:19, მონტობანი-სენტ-ეტიენი 29:23, ლა სეინი-ბურგ ან ბრესი 24:20, ნიმი-ნიცა 18:20, პოკენი-კასტანე 9:59.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 30 ქულა, 2. მონტობანი - 30, 3. ლა სეინი - 26, 4. კასტანე - 22, 5. სენტ ეტიენი - 18, 6. შატორენარი - 16, 7. რომანი - 15, 8. ნიმი - 11, 9. ნიცა - 11, 10. პოკენი - 3.

* * *

C ჯგუფში ისევ ბოლო ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილის, რობერტ აბესლამიძის, გიორგი ჩხაიძისა და დავით ოზგებაშვილის "სენ ჟუნიენი", რომელმაც მე-8 ტურში სტუმრად დათმო მატჩი მინიმალური სხვაობით 19:20 უშუალო კონკურენტ "აგეტმოსთან".

C ჯგუფი

ვანი-სენ მედარი (გადაიდო), აგეტმო-სენ ჟუნიენი 20:19, ლავორი-მორლაა 23:17, ლანჟონი-სენ ჟან დე ლუზი 28:22, კოლომიე-სენ ნაზერი 29:7.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 34 ქულა, 2. ლავორი - 22, 3. ვანი - 18, 4. სენ მედარი - 18, 5. სენ ჟან დე ლუზი - 17, 6. ლანჟონი - 17, 7. სენ ნაზერი - 16, 8. აგეტმო - 15, 9. მორლაა - 14, 10. სენ ჟუნიენი - 13.

* * *

D ჯგუფში, როგორც უკვე ვთქვით, ლიდერობა დაკარგა დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა", რომელმაც შინ მოულოდნელად წააგო "ბლანიაკთან" - 18:25. "ვალანსელები" ახლა 24 ქულით მეოთხე ადგილზე არიან და ლიდერ "ლიმოჟს" ოთხი ქულით ჩამორჩება.

D ჯგუფი
ლურდი-ლანამეზანი 26:26, ლიმოჟი-მოლეონი 43:3, ოლორონი-მარმანდი 24:6, ვალანს დაჟენი-ბლანიაკი 18:25, რიბერაკი-ტიროსი 18:51.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიმოჟი - 28 ქულა, 2. ტიროსი - 27, 3. ლურდი - 25, 4. ვალანს დაჟენი - 24, 5. ოლორონი - 21, 6. ბლანიაკი - 18, 7. ლანამეზანი - 17, 8. მარმანდი - 10, 9. მოლეონი - 9, 10. რიბერაკი - 6.

ფოტო: დიმიტრი ბასილაია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მასი კარგად უბერავს:) იმედია წელს მაინც მოიპოვებენ საგზურს:) წარმატებები:)))
karlsoni
13:25 13-12-2011
0

სიახლეები პოპულარული