ვასილ კაკოვინი საფრანგეთის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა

AutoSharing Option
ყველაზე პოპულარულმა ფრანგულმა სარაგბო გამოცემამ, "მიდი ოლიმპიკმა" სეზონის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ერთი ქართველია - 22 წლის პირველხაზელი ვასილ კაკოვინი.

ეს უდიდესი აღიარებაა ახალგაზრდა მორაგბისთვის, რომელმაც ბოლო სეზონი გაატარა "ბრივში" და "ტულუზში" გადავიდა. "მიდი ოლიმპიკმა" მას პირველი ნომრის პოზიციაზე მიუჩინა ადგილი. აი, რას წერს გამოცემა:

"ჩვენი აზრით, "ტულუზის" სატრანსფერო გადაწყვეტილებებიდან საუკეთესო არჩევანი ვასილ კაკოვინის დამატებაა.

უპირველესად იმიტომ, რომ ქართველს შერკინების პირველ ხაზში მარჯვნივ და მარცხნივაც შეუძლია თამაში. ის ახალგაზრდაა, სულ 22 წლის. ეს ასაკი კი ჯერ მცირეა პირველხაზელისათვის.

მიუხედავად ამისა,
კაკოვინს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, 32 მატჩი ტოპ-14-ში და 16 კეპი საქართველოს ნაკრებში.

თუკი რამე კარგი მოხდა "ბრივში" გასულ სეზონში, ეს მათი ფორვარდების დამსახურებაა. ჩვენს ნომინაციაში კაკოვინმა (16 ქულა) ოდნავ აჯობა ლიონელ ქსავიერ ფიარს (14 ქულა) და ჟან-ბაპტისტ პოს (14)".

შეგახსენებთ, ვასილ კაკოვინი ყველაზე ახალგაზრდა პირველხაზელია, რომელმაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მაისურა მოირგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ქარტველი მორაგბეების საერთაშორისო აღიარება,ქარტული რაგბის განვიტარებას მოწმობს.წარმომიდგენია ქართულ რაგბში ფული რომ ჩაიდოს როგორი განვითარების გზას მიეცემა,მაგალითად რუმინეთში დიდი ფული ჩაიდო წლების განმავლოაში, მაგრამ მაინც ვერ დაგვჯაბნეს
GAGA
13:53 05-07-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული