ქართველ მორაგბეთა ძლიერი სტარტი

AutoSharing Option
ევროთასების პირველ ტურში ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდიდან ხუთმა ასპარეზობა მოგებით დაიწყო. ერთადერთი, ვინც მარცხი განიცადა ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირში, "ჰეინეკენის" თასზე მოთამაშე აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრია".

კასტრელები A ჯგუფში ასპარეზობენ და პირველი მატჩი სტუმრად გამართეს ინგლისურ "ნორსჰემპთონთან". ჩვნებურთა გუნდმა პირველი ტაიმი 8:5 მოიგო. შესვენების შემდეგ კი უპირატესობას მასპინძლები დაეუფლნენ და პირველი გამარჯვება მიითვალეს - 18:14. ფეიქრიშვილი წლეულს პირველად გამოჩნდა "კასრტის" შემადგენლობაში. ის სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. კასტრელებმა რვა ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგების გამო ერთი
საპრემიო ქულა მიიღეს.

ამავე ჯგუფში "ემლინ ჩელენჯ კაპის" მფლობელმა უელსურმა "კარდიფმა" შინ მინიმალური სხვაობით -18:17 დაამარცხა შოტლანდიური "ედინბურგი".

A ჯგუფი
ნორსჰემპთონი (ინგ) - კასტრი (საფ) 18:14, კარდიფი (უელ) - ედინბურგი (შოტ) 18:17.
სატურნირო მდგომარეობა
ნორსჰემპთონი - 4 ქულა, კარდიფი - 4, ედინბურგი - 1, კასტრი - 1.

B ჯგუფში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" შინ მოუგო "სარასენზს" - 25:10. მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა. ინგლისელები მატჩის არბიტრის, შოტლანდიელი პიტერ ალანის გადაწყვეტილებებით უკმაყოფილონი იყვნენ და თამაშის დასრულების შემდეგ პრეტენზიების სათქმელად თითქმის მთელი გუნდი მიუხდა. შოტლანდიელი, რომელმაც 27 ნოემბერს თბილისში საქართველოსა და აშშ-ის ნაკრებების თამაში უნდა იმსაჯოს, დაცვის დახმარებით გაიყვანეს მოედნიდან.

ზირაქაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და პიტერ ალანმა 39-ე წუთზე გაასინბინა. "ზირაქა" 73-ე წუთზე შეცვალეს.

ამავე ჯგუფში ირლანდიურმა "ლენსტერმა" შინ სძლია პარიზულ "მეტრო რასინგს" - 38:22.

B ჯგუფი
ლენსტერი (ირლ) - მეტრო რასინგი (საფ) 38:22, კლერმონი (საფ) - სარასენზი (ინგ) 25:10.
სატურნირო მდგომარეობა
ლენსტერი - 5 ქულა, კლერმონი - 4, სარასენზი - 0, მეტრო რასინგი - 0.
ც ჯგუფში დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შინ დაამარცხა უელსური "ოსფრიზი" - 19:14. პირველი ტაიმი ფრედ - 6:6 დამთავრდა. მეორე ნახევარში, 61-ე წუთისთვის სტუმრები 14:9 დაწინაურდნენ და 74-ე წუთამდე იგებდნენ. ბოლო ექვს წუთში ტულონელებმა მონაგარს ათი ქულა შემატეს და ძნელი, მაგრამ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ძალზედ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. ქუბრიაშვილმა სრულად ითამაშა.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ლონდონ აირიშმა" შინ მოუგო ირლანდიურ "მანსტერს" - 23:17. 

ც ჯგუფი
ტულონი (საფ) - ოსფრზი (უელ) 19:14, ლონდონ აირიში (ინგ) - მანსტერი (ირლ) 23:17

D ჯგუფი
ალსტერი (ირლ) - აირონი (იტ) 30:6, ბასი (ინგ) - ბიარიცი (საფ) 11:12.
სატურნირო მდგომარეობა
ალსტერი - 5 ქულა, ბიარიცი - 4, ბასი - 1, აირონი - 0.

E ჯგუფი
ბენეტონი (იტ) - ლესტერი (ინგ) 29:34, ჰლანეჰლი (უელ) - პერპინიანი (საფ) 43:34.
სატურნირო მდგომარეობა
ჰლანეჰლი - 5 ქულა, ლესტერი - 5, ბენეტონი - 1, პერპინიანი - 1.

F ჯგუფი
გლაზგო (შოტ) - ნიუპორტი (უელ) 21:13, ტულუზი (საფ) - ვოსფსი (ინგ) 18:16
გლაზგო - 4, ტულუზი - 4, ვოსფსი - 1, ნიუპორტი - 0.

"ემლინ ჩელენჯ კაპის" გათამაშების პირველ ტურში ქართველ მორაგბეთა სამივე გუნდმა მოიგო. B ჯგუფში დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ დაამარცხა იტალიური "პადოვა" - 32:6. კაკოვინი ძირითად შემადგენლობაში იყო და არბიტრმა 36-ე წუთზე გაასინბინა. ის 74-ე წუთზე შეცვალეს. ხინჩაგიშვილს არ უთამაშია.

ამავე ჯგუფში ინგლისურმა "სეილ შარქსმა" შინ გაანადგურა ესპანური "ელ სალვადორი" - 97:11.

B ჯგუფი
სეილ შარქსი (ინგ) - ელ სალვადორი (ესპ) 97:11, ბრივი (საფ) - პადოვა 32:6.
სატურნირო მდგომარეობა
სეილ შარქსი 5 ქულა, ბრივი - 5, პადოვა - 0, ელ სალვადორი - 0

ც ჯგუფში ყველაზე ქართულმა ფრანგულმა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილს "მონპელიემ" სტუმრად მოუგო ინგლისურ "ექსეტერს" - 20:13. მონპელიელები 42-ე წუთისთვის 20:6-ს იგებდნენ, რის შემდეგაც მონაგარს ვერაფერი შემატეს, თუმცა მეტოქესაც შვიდ ქულაზე მეტი არ დაანებეს და თითქმის მთლიანად სათადარიგო შემადგენლობით სტუმრად გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

ჩხაიძემ სრულად ითამაშა, შველიძე 54-ე წუთზე შეცვალეს. გორგოძე, ჟღენტი და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ამავე ჯგუფში ინგლისურმა "ნიუკასლმა" შინ მოუგო ფრანგულ "ბურგუენს" - 22:16.

ც ჯგუფი
ნიუკასლი (ინგ) - ბურგუენი (საფ) 22:16, ექსეტერი (ინგ) - მონპელიე (საფ) 13:20
სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 4 ქულა, ნიუკასლი 4, ბურგუენი - 1, ექსეტერი - 1.

E ჯგუფში ბექა შეყლაშვილის "აჟენმა" სენსაციური გამარჯვება მოიპოვა ინგლისურ "გლოსტერთან" - 26:19. შეყლაშვილს არ უთამაშია.
ამავე ჯგუფში ფრანგულმა "ლა როშელმა" სტუმრად მოუგო იტალიურ "როვიგოს" - 38:3.

E ჯგუფი
აჟენი (საფ) - გლოსტერი (ინგ) 26:19, როვიგო (იტ) - ლა როშელი (საფ) 3:38
სატურნირო მდგომარეობა
ლა როშელი - 5 ქულა, აჟენი - 4, გლოსტერი - 1, როვიგო - 0.

A ჯგუფი
პრატო (იტ) - ქონოთი (ირ) 23:21, ბაიონი (საფ) - ჰარლიქუინზი ინგ) 21:13
სატურნირო მდგომარეობა
ბაიონი - 4 ქულა, პრატო - 4, ქონოთი - 1, ჰარლიქუინზი - 0

D ჯგუფი
სტად ფრანსე (საფ) - კროჩიატი (იტ) 57:6, ბუქარესტი (რუმ) - ლიდსი (ინგ) 9:23
სატურნირო მდგომარეობა
სტად ფრანსე - 51ქულა, ლიდსი - 4, ბუქარესტი - 0, კროჩიატი - 0.

ამასობაში მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართა საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში. მეორეადგილოსანმა, გურამ კავთიძის "ლიონმა" გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლს" უმასპინძლა და 25:16 მოუგო. კავთიძეს და მენაბდიშვილს არ უთამაშიათ.

მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "კარკასონთან" მინიმალური სხვაობით - 13:12. მაგრაქველიძემ სრულად ითამაშა, მირცხულავა განაცხადში არ იყო.

საფრანგეთი. II დივიზიონი
ოში-დაქსი 19:17, ექსი-კოლომიე 27:3, ალბი-მონ დე მარსანი 22:17, ოიონაქსი-ორიაკი 20:25, პო-ნარბონი 17:12, სენტ ეტიენი-ბორდო 16:48, კარკასონი-ტარბი 13:12, ლიონი-გრენობლი 25:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 26 ქულა, 2. ლიონი - 22, 3. ორიაკი - 18, 4. ოიონაქსი - 16, 5. ბორდო - 16, 6. ტარბი - 15, 7. კარკასონი - 14, 8. კოლომიე - 14, 9. გრენობლი - 13, 10. პო - 13, 11. მონ დე მარსანი - 12, 12. ოში - 11, 13. დაქსი - 10, 14. ნარბონი - 10. 15. ექსი - 8, 16. სენტ ეტიენი - 7.




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული