საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მე-10 ტურში ქართველ მორაგბეთა სამივე გუნდი დამარცხდა. გურამ კავთიძის "ლიონმა" სტუმრად წააგო "ნარბონთან" - 27:32 და ლიდერობა დაკარგა. ლიონელები 32 ქულით ახლა მესამე ადგილზე არინ. კავთიძეს არ უთამაშია. სტუმრად "ოიონაქსთან" მშრალი ანგარიშით - 0:14 წააგო მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა". მაგრაქველიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო. მირცხულავა განაცხადში არ იყო.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" ასევე სტუმრად დამარცხდა "ოშთან" - 19:22. მენაბდიშვილს არ უთამაშია.
საფრანგეთი. II დივიზიონიX ტური
მონ დე მარსანი-ექსი 22:6, პო-კარკასონი 19:32, ოიონაქსი-ტარბი
14:0, ნარბონი-ლიონი 32:27, ოში-გრენობლი 22:19, კოლომიე-ალბი 19:20, სენტ ეტიენი-ორიაკი 12:21, ბორდო-დაქსი 20:11
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 35 ქულა, 2. ორიაკი - 34, 3. ლიონი - 32, 4. 4. ბორდო - 29, 5. კარკასონი - 27, 6. პო - 25, 7. ოიონაქსი - 25, 8. ტარბი - 24, 9. გრენობლი - 24, 10. ნარბონი - 22, 11. მონ დე მარსანი - 22, 12. ოში - 19, 13. დაქსი - 16, 14. კოლომიე - 15, 15. ექსი - 13, 16. სენტ ეტიენი - 8.