ბექა ბურდიაშვილი "კარკასონში" ჩაირიცხა, კოლელიშვილი ტრავმირებულია

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "კარკასონში" ახალგაზრდა ქართველი მორაგბე გამოჩნდა. 21 წლის შერკინების ბურჯი ბექა ბურდიაშვილი ამიერიდან ამ კლუბის ღირსებას დაიცავს.

მეტიც, ის უკვე შეიყვანეს გუნდის ძირითად შემადგენლობაში. "კარკასონი" მორიგ ტურში "ორიაკს" დაუპირისპირდება. ბურდიაშვილი თამაშს სასტარტო თხუთმეტეულში დაიწყებს.

ამასთან ერთად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ მცირე ტრავმა აწუხებს და შესაძლოა, "ბეზიესთან" გასვლით მატჩში ვერ ითამაშოს საქართველოს ნაკრებისა და "ლიონის" მესამეხაზელმა ვიქტორ კოლელიშვილმა.

სამაგიეროდ, ტრავმა მოირჩინა და, ალბათ, "კლერმონის" ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდება საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სააღოოოლ ძმააა ♥
Maddoo
13:58 27-09-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული