ახლახან საფრანგეთის ჩემპიონის, "სტად ფრანსეს" ვებგვერდზე დადასტურებულად გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ პარიზულ გუნდში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრები, პირველხაზელი გიორგი მელიქიძე (ხარები) და მესამეხაზელი დავით პაპავაძე (ჯიქები) მიიწვიეს. ორივემ ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ისინი "სტად ფრანსეს" ესპუართა გუნდში ითამაშებენ.
შეგახსენებთ, რომ პარიზელთა რიგებში წლეულს საფრანგეთის ჩემპიონები გახდნენ საქართველოს ნაკრების პირველხაზელები: დავით ქუბრიაშვილი და ზურაბ ჟვანია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ორი წევრი მიიწვია კიდევ ერთმა ფრანგულმა "გიგანტმა" "კლერმონმა". "ვულკანების"
ამ გუნდში უკვე ერთი წელიწადია თამაშობენ ასევე ახალგაზრდა მორაგბეები: ბექა კაკაბაძე და თორნიკე ზოიძე.
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტური, მეორე დივიზიონის "ტარბში" ჩაირიცხა მესამეხაზელი მიხეილ ბაბუნაშვილი. ამავე დივიზიონის "ორიაკში" თამაშობს მეორეხაზელი როლანდ კვაჭაძე.
კიდევ ერთი მესამეხაზელი ბექა გორგაძე კი "მონ დე მარსანის" ღირსებას დაიცავს.
სატრანსფერო ციებ-ცხელებამ კვალი ფედერალ 1 დივიზიონშიც დატოვა. აქ "შამბერი" დატოვა და "ანგულემში" გადაბარგდა შერკინების ბურჯი საბა ქართველიშვილი. სამაგიეროდ, შამბერელთა რიგებში ჩაირიცხნენ მესამეხაზელი ბექა ბიწაძე და პირველხაზელი ბექა გიგაშვილი.
შერკინების კვაჭი სიმონ მაისურაძე მომავალი სეზონიდან "მაკონის" ღირსებას დაიცავს. აქამდე ის "ვალანსში" თამაშობდა.
მეორე დივიზიონიდან ფედერალ 1 დივიზიონში დაქვეითებულ "მასიში" გადავიდა "ალბის" მესამეხაზელი ხვიჩა ბუჯიაშვილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"