ფრანგული ტოპ 14-ის "პოს" კაპიტანმა ბექა გორგაძემ ტრავმა მოიშუშა და 19 მარტს ბადახოსში (ესპანეთი) პორტუგალიასთან გასამართი რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის "ბორჯღალოსნებთან" ერთად ემზადება.

27 წლის მორაგბე სანაკრებო შეკრებაზე თბილისში ჯერ კიდევ თებერვალში ნიდერლანდებთან თამაშის წინ ჩამოვიდა, მაგრამ ძველმა ტრავმამ იჩინა თავი და მას შემდეგ რეაბილიტაციას გადიოდა, ახლა კი გუნდს პორტუგალიაში, შეკრებაზე შეუერთდა.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში მიკრო-ტრავმების გამო რამდენიმე თამაში გამიცდა, როგორც ტოპ 14-ში, ასევე რაგბი ევროპის ჩემპიონატზე. რეაბილიტაცია კარგად გავიარე და მაქსიმალურად ვცდილობ ფინალს საუკეთესო ფორმაში შევხვდე“ – ამბობს გორგაძე, რომელსაც "ბორჯღალოსნების" კვართით 39-ჯერ უთამაშია (11 ლელო).

მისი თქმით, ჩემპიონატის ფორმატის შეცვლა გუნდის მიდგომაში არაფერს ცვლის და საქართველო ფინალში მე-100 შეხვედრის მოგებით, ტიტულის მე-15-ედ დაუფლებას შეეცდება:

„ჩვენი მიზანი იყო და არის ყველა თამაშის მოგება და ამ მხრივ არაფერი შეცვლილა. ფორმატის ცვლილებით სხვა გუნდებს წარმატების მცირედი შანსი გაუჩნდათ, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიული გათვლებია და მეტი არაფერი. ფინალში მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ და ამისათვის დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება, თანაც პორტუგალია პრინციპული მეტოქეა. ის, რომ ფინალი მე-100 გამარჯვებას დაემთხვევა, მხოლოდ დამატებითი, სასიხარულო ფაქტია“.

Rugby.ge

პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"პასუხს აგებთ" - ილია თოფურია მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
[VIDEO] ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს როგორ დაესხა თავს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა უკნიდან მერაბ დვალიშვილს
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს
[VIDEO] არასპორტული და ლაჩრული საქციელი - უსმან ნურმაგომედოვი მერაბ დვალიშვილს უკნიდან თავს დაესხა
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
იამალმა პიკეს და შაკირას ყოფილი სახლი 11 მილიონად შეიძინა
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
"ასე ჩემპიონთა ლიგის მოგება ძალიან გაუჭირდებათ" - კროოსმა "ბარსელონაზე" ისაუბრა
"19 წლის იამალი თავის ასაკში მესისა და რონალდოზე ძლიერია" - სტივენ ჯერარდი
"ასეთი რაღაცების გაკეთება არ შემიძლია" - ბელინგემმა საკუთარ უნარებზე ისაუბრა
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
"რათა შეცდომები არ განმეორდეს" - რა ითქვა აშშ-სთან მატჩის შემდეგ
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
საქართველოს ნაკრებმა კანადას დიდი ანგარიშით სძლია
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო