მამუკა გორგოძე 2015 წლის მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებშია

AutoSharing Option
ბრიტანულმა allsportsnews-მა 2015 წლის სიმბოლური ნაკრები შეადგინა. სასიხარულოა, რომ მსოფლიოს ნაკრებში ქართველი მორაგბეც მოხვდა - მამუკა გორგოძე.

ქართველი მორკინალი 6 ნომრის პოზიციაზე შეიყვანეს სიმბოლურში. მართალია, მსოფლიოს თასზე მან 8 ნომრის პოზიციაზე ითამაშა, მაგრამ ფრანგულ "ტულონში", ხანდახან, მართლაც თამაშობს 6 ნომრის პოზიციაზე.

"რა დონის ქვეყნის მოთამაშეც არ უნდა იყოს, თუ მორაგბე მსოფლიოს თასზე ნაკრების ლიდერია შებოჭვებში, გაჭრებში, თერნოვერებსა და ოფლოუდებში, დასაფასებელია - გორგოძე სწორედ ნაკრების ლიდერი იყო შემოდგომით ინგლისში.

31 წლ
ის მორკინალმა გადამწყვეტი ლელო დადო და ტონგასთან გუნდს ისტორიული გამარჯვება მოუპოვა. ის გახდა ახალ ზელანდიასთან 10:43 წაგებული მატჩის საუკეთესო მოთამაშე.

გორგოძე არის საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი მყარი არგუმენტი ექვსი ერის პირველობაზე მონაწილეობის პრეტენზიებში. ყველაფერთან ერთად, ის მაისში "ტულონს" მორიგი ევროპის თასის მოპოვებაში დაეხმარა", - წერს გამოცემა.

წლის სიმბოლური ნაკრები: 15. აიუმუ გორომარუ (იაპონია); 14. ნეჰე მილნერ-სკადერი (ახალი ზელანდია); 13. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი); 12. მა'ა ნონუ (ახალი ზელანდია); 11. ჯულიან სავეა (ახალი ზელანდია); 10. დენ კარტერი (ახალი ზელანდია); 9. აარონ სმითი (ახალი ზელანდია); 8. დევიდ პოკოკი (ავსტრალია); 7. სხალკ ბურხერი (სამხრეთ აფრიკა); 6. მამუკა გორგოძე (საქართველო); 5. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია); 4. ებენ ეცებეთი (სამხრეთ აფრიკა); 3. რამირო ერერა (არგენტინა); 2. აგუსტინ კრეევი (არგენტინა); 1. სკოტ სიო (ავსტრალია).

აღსანიშნავია, რომ სიმბოლურ ნაკრებში არცერთი ფრანგი, უელსელი, შოტლანდიელი და ირლანდიელი მოხვდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გორგოძე – გორგასალია !
0

სიახლეები პოპულარული