რაგბი. ლეგიონი: სამხელისუფლებიანობა ფრანგულ ელიტაში [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში პირველი წრის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე სამხელისუფლებიანობაა. სატურნირო ცხრილს სათავეში თანაბარი, 38-38 ქულით ქართველ მორაგბეთა გუნდები: "ტულუზი", "კლერმონი" და "მეტრო რასინგი" ჩაუდგნენ.

საგულისხმოა, რომ ლიდერებს შორის არ არის ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი, ზურაბ ჟვანიასა და გიორგი მელიქიძის "სტად ფრანსე". პარიზელები საკუთარ მოედანზე ფრანგული რაგბის გრანდს, ვასილ კაკოვინის "ტულუზს" დაუპირისპირდნენ და გამარჯვება ხელიდან მატჩის ბოლო წამებზე გამოგლიჯეს - 18:17.

მარცხის გამო "ტულუზს" "კლერმონი" და "მეტრო რასინგი" წამოეწია. სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო "ვულკანებისა" და პარიზელების შემადგენლობაში მე-12 ტურის
მატჩებში ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.

დაძაბული და საკმაოდ საინტერესო გამოდგა მამუკა გორგოძის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონის" დაპირისპირება გიორგი ნაცარაშვილის "პოსთან". წესით, ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელებს შინ ერთ-ერთი აუტსაიდერის ძლევა არ უნდა გასჭირვებოდათ, მაგრამ ასე არ მოხდა. "პომ" მეტოქეს სერიოზული წინააღმდეგობა გაუწია.

აღსანიშნავია, რომ უკვე მერამდენედ, შესანიშნავად გაისარჯა "ტულონის" ქართველ მორაგბეთა სამეული. გორგოძემ, რომელიც 69-ე წუთზე შეცვალეს, გუნდის მიერ გატანილი სამივე ლელოს ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა; ბრწყინვალედ გაისარჯა შერკინებასა და რაკში თამაშისას ჩილაჩავა; მიქაუტაძემ კი, რომელმაც სრულად ითამაშა, 49-ე წუთზე ლელო გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მატჩის მიწურულს სტუმართა რიგებში შერკინების ქართველი ბურჯი გიორგი ნაცარაშვილიც გამოჩნდა.

მცირე ჩავარდნის შემდეგ ისევ პლეი ოფში მოხვედრისთვის მებრძოლთა შორის დაბრუნდა გიორგი ჟღენტის, კარლენ ასეიშვილისა და გოდერძი შველიძის "ბრივი", რომელმაც შინ მინიმალური სხვაობით - 19:18 დაამარცხა მიხეილ ნარიაშვილისა და დავით ქუბრიაშვილის "მონპელიე".

შველიძის გარდა, მატჩში მონაწილეობა ყველა ქართველმა მიიღო. ჟღენტი 29-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა.

TOP 14. XII ტური
აჟენი-კლერმონი 16:33
ლა როშელი-კასტრი 25:21
გრენობლი-ოიონაქსი 42:17
რასინგი-ბორდო 23:18
ბრივი-მონპელიე 19:18
ტულონი-პო 21:17
სტად ფრანსე-ტულუზი 18:17

სატურნირო ცხრილი
ა გ თ მ ფ წ ბ ქ(პ)
1. ტულუზი 12 8 0 4 309-173 38(6)
2. კლერმონი 12 7 1 4 325-215 38(8)
3. რასინგი 12 9 1 2 244-222 38(0)
4. ტულონი 12 7 0 5 381-241 36(8)
5. ბორდო 12 7 1 4 248-211 33(3)
6. ბრივი 12 7 0 5 224-205 32(4)
7. მონპელიე 12 7 0 5 313-304 32(4)
8. კასტრი 12 6 0 6 275-264 29(5)
9. ლა როშელი 12 5 0 7 258-273 26(6)
10. გრენობლი 12 5 0 7 290-316 24(4)
11 სტად ფრანსე 12 5 0 7 229-262 22(2)
12. პო 12 4 1 7 204-316 20(2)
13. ოიონაქსი 12 3 0 9 217-385 14(2)
14. აჟენი 12 2 0 10 232-358 10(2)

ქართველი ლეგიონერების სტატისტიკა
დავით ხინჩაგიშვილი (რასინგი) განაცხდაში არ იყო
გიორგი ნაცარაშვილი (პო) შეცვლაზე (69)
მამუკა გორგოძე (ტულონი) ძირითადში (69)
ლევან ჩილაჩავა (ტულონი) ძირითადში (53 წთ)
კონსტანტინე მიქაუტაძე (ტულონი) ძირითადში ლ(49)
თამაზ მჭედლიძე (აჟენი) განაცხადში არ იყო
გიორგი თეთრაშვილი (აჟენი) განაცხადში არ იყო
მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე) ძირითადში (56 წთ)
გაგი ბაზაძე (ლა როშელი) განაცხადაში არ იყო
ლექსო ყაულაშვილი (ლა როშელი) შეცვლაზე (74 წთ)
ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე) განაცხადში არ იყო
დავით ქუბრიაშვილი (მონპელიე) შეცვლაზე (56)
ვასილ კაკოვინი (ტულუზი) ძირითადში (57 წთ)
კარლენ ასეიშვილი (ბრივი) ძირითადში (51 წთ)
გიორგი ჟღენტი (ბრივი) ძირითადში (29 წთ)
გოდერძი შველიძე (ბრივი) განაცხადში არ იყო
დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) ტრავმირებულია
ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი) განაცხადში არ იყო

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული