სოსო ბეკოშვილი ტოპ-14-ის "ბრივში" გადავიდა

AutoSharing Option
ფრანგული სარაგბო ტოპ-14-ის გუნდმა "ბრივმა" ქართველი ბურჯი სოსო ბეკოშვილი აიყვანა, რომელიც "ლოკომოტივის" ყოფილი მორაგბეა.

22 წლის ბეკოშვილი ფედერალ 1-ის "შამბერიში" თამაშობს. ქართველმა "ბრივთან" კონტრაქტი უკვე გააფორმა და ივლისიდან "ბრივში" გადაბარგდება, ჯერ ესპუარებში.

მომავალი სეზონიდან "ბრივის" ღირსებას აღარ დაიცავს მორკინალი გიორგი ჟღენტი.

შეგახსენებთ, რომ "ბრივში" ირიცხებიან კარლენ ასიეშვილი, გოდერძი შველიძე და გიორგი ცუცქირიძე. 38 წლის შველიძეს კიდევ ერთი სეზონი რჩება "ბრივში", მაგრამ ის კარიერას ასრულებს. 2019 წლამდე გაახანგრძლივა კონტრაქტი ასიეშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ახალი სეზონიდან სწორედ "ბრივში" ითამაშებს ვასილ ლობჟანიძე.
მკითხველის კომენტარები / 1 /
euh daglijes top 14shi tulonshi gorgodzem da monpelieshi qubriashvilma yvelaperi.qubrim leloc daadoooo.eu gaixaret da gagvaxaret lonebo.gparavdet upali.QRISTE AGSDGA.CHESHMARITAD AGSDGA
0

სიახლეები პოპულარული