მამუკა გორგოძემ "კამპ ნოუზე" ტოპ-14-ის ფინალში ლელო დადო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 ივნისს საფრანგეთის ტოპ-14-ის ფინალური მატჩი ბარსელონაში, "კამპ ნოუზე" გაიმართა - "მეტრო-რასინგმა" "ტულონს" 29:21 მოუგო და საფრანგეთის ჩემპიონი გახდა.

ასე რომ, "მეტრო-რასინგის" რიგებში ჩემპიონი გახდა დავით ხინჩეგაშვილი, რომელსაც ფინალში არ უთამაშია. სამაგიეროდ, "ტულონის" სასტარტოში სამი მორაგბე იყო - ლევან ჩილაჩავა (3 ნომერი), კოტე მიქაუტაძე (5) და მამუკა გორგოძე (6).

"მეტრო-რასინგმა" იმარჯვა იმის მიუხედავად, რომ მე-18 წუთიდან 14 კაცით ითამაშა. გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ზელანდიელმა დენ კარტერმა, ვინც 5 საჯარიმო გაიტანა.

29-ე წუთზე "ტულონის" ლელო მამუკა გორგოძემ დადო და ანგარიში 14:6
გახადა "ტულონის" სასარგებლოდ, მაგრამ საბოლოოდ მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.
მკითხველის კომენტარები / 16 /
Akakis.... Biznesmenebs vis edzaxi topadzes, tkemaladzes, bidzos, energo magnat kaladzes, patarkacishvilebs da mat nairebs.....  romlebsac xalxis tanjvis xarjze aqvt nashovi qoneba masetebs Sul unda caartva puli magasac ver xvdebi
Dato
07:18 26-06-2016
0
აბა ეს სპორტული გვერდია? ყველა ქოცი და ნაცი რომ გადააბა და წყალში მოისროლო,ან კედელთან მიაყენო, გადავშენდებით? არა მგონია და ნეტა ამას მომასწრო:)))
murtalo
03:07 26-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული