კონსტანტინე მიქაუტაძე: "მონპელიე" ამიტომ ვარჩიე "ტულონს"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების წევრი კონსტანტინე მიქაუტაძე ახალ სეზონში კარიერას ფრანგულ "მონპელიეში" გააგრძელებს, მან დატოვა ტოპ-14-ის ფინალისტი "ტულონის" რიგები.

მეორეხაზელი 2011 წლიდან თამაშობდა "ტულონში", მას "მონპელიეში" მეტი სათამაშო დროის იმედი აქვს.

"აჟენისა" და "ტულონის" შემდეგ "მონპელიე" მიქაუტაძის მესამე ფრანგული გუნდი იქნება.

"ვფიქრობ, "მონპელიეს" წინადადებას რომ დავეთანხმე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ძალზე მნიშვნელოვანია თამაში, ჩემი სათამაშო დრო კი "ტულონში" შეზღუდული იყო. ახლა ახალ კლუბში დამკვიდრებისთვის უნდა ვიბრძოლო. "მონპელიე" დიდებული გუნდია უმაღლესი დონის შემსრულებლებით, ეს კი მე ოსტატობის დახვეწაში დამეხმარება.

თავიდან
მენეჯერმა დამირეკა და მითხრა, რომ "მონპელიეს" მწვრთნელი ჩემი კანდიდატურით დაინტერესებულია და ჩვენც შევხვდით. ვნახე "მონპელიეს" ინფრასტრუქტურა და ვესაუბრე სტაფს და მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება და კონტრაქტზე შევთანხმდით", - განაცხადა ქართველმა მორაგბემ.

შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე მიქაუტაძის ტრანსფერი "მონპელიეში" ზამთარში გადაწყდა, თუმცა "მონპელიემ" ის ოფიციალურად 1-ელ ივლისს დაადასტურა. ბოლო სეზონში "მონპელიეს" ღირსებას დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი იცავდნენ.

შეგახსენებთ, რომ 25 წლის მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში 42 კეპი და 2 ლელო დაუგროვდა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
წინსვლას და წარმატებებს გისურვებ. გაიხარე.
kaxa
16:50 10-07-2016
0
წარმატებები კოტე.შენ მეორე ხაზში საქართველოს ახლანდელი და მომავალი ხარ. ასე გააგრძელე შენგან საუკეთესო მეორეხაზელი უნდა დადგეს.
giorgi
15:11 05-07-2016
0

სიახლეები პოპულარული