მეორეხაზელი 2011 წლიდან თამაშობდა "ტულონში", მას "მონპელიეში" მეტი სათამაშო დროის იმედი აქვს.
"აჟენისა" და "ტულონის" შემდეგ "მონპელიე" მიქაუტაძის მესამე ფრანგული გუნდი იქნება.
"ვფიქრობ, "მონპელიეს" წინადადებას რომ დავეთანხმე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ძალზე მნიშვნელოვანია თამაში, ჩემი სათამაშო დრო კი "ტულონში" შეზღუდული იყო. ახლა ახალ კლუბში დამკვიდრებისთვის უნდა ვიბრძოლო. "მონპელიე" დიდებული გუნდია უმაღლესი დონის შემსრულებლებით, ეს კი მე ოსტატობის დახვეწაში დამეხმარება.
თავიდან
შეგახსენებთ, რომ კონსტანტინე მიქაუტაძის ტრანსფერი "მონპელიეში" ზამთარში გადაწყდა, თუმცა "მონპელიემ" ის ოფიციალურად 1-ელ ივლისს დაადასტურა. ბოლო სეზონში "მონპელიეს" ღირსებას დავით ქუბრიაშვილი და მიხეილ ნარიაშვილი იცავდნენ.
შეგახსენებთ, რომ 25 წლის მიქაუტაძეს ეროვნულ ნაკრებში 42 კეპი და 2 ლელო დაუგროვდა.