მეხუთე ორი ეტაპის შემდეგ

AutoSharing Option
საქართველოს შვიდკაცა რაგბის ნაკრებმა ევროპის გრან-პრის სერიაში ორ ეტაპზე იასპარეზა. პირველ ეტაპზე, ლიონში წარუმატებელი თამაშის შემდეგ, გასულ უქმეებზე ჩვენმა მორაგბეებმა მოსკოვურ ეტაპზე ოთხეულში გააღწიეს. შედეგად "შვიდკაცა ბორჯღალოსნებმა" საერთო ჩათვლაში 22 ქულა დააგროვეს და მე-5 ადგილზე არიან.

მორიგი, მესამე ეტაპი 9-10 ივლისს ესპანეთის ქალქა ბარსელონაში გაიმართება. უკვე ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, ვინც საქართველოს ნაკრებს ჯგუფურ ტურნირში დაუპირისპირდება. ჩვენი მორაგბეები A ჯგუფში ინგლისის, საფრანგეთის, იტალიის, რუმინეთისა და ჰოლანდიის ნაკრებებთან მოხვდნენ.

ინგლისელები ჯგუფის უდავო ფავორიტები არიან. "პომები" საერთო ჩათვლაში 36 ქულით ლიდერობენ. რაც
შეეხება სფრანგეთის ნაკრებს, მას 27 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ორი ეტაპის ჯამში უკან მოიტოვა რუსეთის, უელსის და იტალიის ძლიერი გუნდები.

III ეტაპი
A ჯგუფი
საქართველო, ინგლისი, საფრანგეთი, იტალია, რუმინეთი, ჰოლანდია.
B ჯგუფი
პორტუგალია, ესპანეთი, უელსი, რუსეთი, უკრაინა, მოლდოვა.

II ეტაპის შემდეგ
1. ინგლისი - 36 ქულა, 2. ესპანეთი - 31, 3. პორტუგალია - 30, 4. საფრანგეთი - 27, 5. საქართველო - 22, 6. რუსეთი - 20, 7. უელსი - 20, 8. იტალია - 10, 9. ჰოლანდია - 7, 10. რუმინეთი - 6, 11. უკრაინა - 6, 12. მოლდოვა - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იმედია მომავალში ინგლის გაუცვლით ადგილს
tedo
13:20 29-06-2011
0

სიახლეები პოპულარული