ინგლისის რაგბის კავშირი, რა თქმა უნდა, აუცილებლად აღნიშნავს ღვაწლმოსილი მოხუცის იუბილეს. ბრაიანს საჩუქრად ვერცხლის სინს გადასცემენ.
მსოფლიოში ყველაზე ხანდაზმული მორაგბე, ედვარდ ბრაიან პოპე 1911 წელს ხართფორდშირში, ქალაქ ბერნტში დაიბადა. რაგბის თამაში სკოლის გუნდში დაიწყო, სადაც გუნდის კაპიტანი იყო. მერე კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლისას 1932 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტის წინააღმდეგ ტრადიციულ მატჩში ითამაშა "თვიქნემზე", რომელიც მისი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 8:3. იმდროისთვის პოპე
1932 წელს ის საფრანგეთში სათამაშოდ გადაბარგდა და იქ 1947 წლამდე დაჰყო. ბრაიანი ბრიტანეთის სამხედრო საჰაერო ძალებში მსახურობდა და მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა. სარაგბო კარიერის დასრულების შემდეგ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა. ის დღემდე ინგლისური რაგბის ერთგულ ქომაგად რჩება. ამასთან, გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში, როცა მას ჯერ კიდევ შეეძლო დამოუკდებლად გადაადგილება, გოლფს აქტიურად თამაშობდა და ინგლისის ჩემპიონატშიც იასპარეზა. გოლფის თამაში ბრაიან პოპემ 92 წლის ასაკში შეწყვიტა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"