ბაკის ბოთა: მე არ შევიცვლები

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელის ბაკის ბოთას "ტულონში" გადასვლის თაობაზე ინფორმაცია ჯერ კიდევ წლის დასაწყისში გავრცელდა.

"ბოკეს" ლეგენდარულმა მორაგბემ, რომელიც 2007 წლის მსოფლიო თასზე ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო, "ტულონთან" კონტრაქტს ხელი ოფიციალურად მოაწერა და სამი წელიწადი საქართველოს ნაკრების პირველხაზელის, დავით ქუბრიაშვილის მხარდამხარ ითამაშებს. ახლახან "ტულონის" კაფეში ბოთა ჟურნალისტებსა და ქომაგებს წარუდგინეს.

"ტულონში, სანამ კონტრაქტს ხელს მოვაწერდი ორჯერ ვიმყოფებოდი. დავრწმუნდი, რომ ეს ის ადგილია, სადაც მე და ჩემი ოჯახი შესანიშნავად ვიგრძნობთ თავს. დავათვალიერე კლუბის ინფრასტრუქტურა, საკმაოდ საინტერესო საუბარი მქონდა "ტულონის" პრეზიდენტ მურად
ბურჯელალთან. მიმაჩნია, ეს ის კლუბია, სადაც მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა შეიძლება.

რამდენიმე წლის წინათ "ტულონში" ჩემი მეწყვილე ვიქტორ მეტფილდი თამაშობდა. მაშინ გუნდი აღმასვლას იწყებდა და ბევრი პრობლემების წინაშე იდგა. ახლა ვითარება რადიკალურად განსხვავებულია.

აქამდე ხშირად ვუყურებდი საფრანგეთის ჩემპიონატის ელიტური დივიზიონის მატჩებს. მიმაჩნია, რომ სათამაშო დონე აქ საკმაოდ მაღალია და თითოეულ მატჩში მაქსიმალურად გარჯა იქნება საჭირო...

კრიტიკის არ მეშინია, რაც რაგბის ვთამაშობ , სულ მაკრიტიკებენ. არც არბიტრებს ვუფრთხი. რადგან აქ თამაში გადავწყვიტე, გპირდებით, ბოთა, რომელსაც "ტულონში" ნახავთ, ისეთივე იქნება, როგორიც აქამდე იყო." - თქვა ბაკის ბოთამ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული