"არმია" შვიდკაცა რაგბიშიც პირველია

AutoSharing Option
წლეულს დაარსებულმა ახალმა კლუბმა "არმიამ" შვიდკაცა რაგბის საქართველოს ჩემპიონატიც მოიგო. ეს შეჯიბრება სამ ეტაპად ჩატარდა და მესამე, ფინალურ ეტაპზე იმ რვა გუნდმა იასპარეზა, რომლებმაც წინა ორ რეიტინგში ყველაზე მეტი ქულა დააგროვეს.

გუნდები ორ A და B ჯგუფში გაანაწილეს. არმიელებმა A ჯგუფის ყველა მეტოქე დიდი უპირატესობით, მშრალი ანგარიშით დაამარცხეს, მათ შორის მომავალი ფინალისტი "ბათუმიც" - 45:0.

B ჯგუფში პირველი ადგილისთვის ბრძოლა ძველ მეტოქეებს, "ლოკომოტივსა" და "ყოჩებს" შორის გაჩაღდა. ერთმნეთთან დაპირისპირებაში "ყოჩებმა" იმძლავრეს და მეტოქეს 12:7 მოუგეს. შესაბამისად ჯგუფში პირველი ადგილიც მათ
დარჩათ, რადგან "ხულიგანა" და "რაინდები" ზემოთ დასახელებულ დუეტს კონკურენციას ვერ უწევდა.

ნახევარფინალური შეხვედრები საკმაოდ საინტერესო და დაძაბული გამოდგა. "ბათუმმა" სამი ქულის სხვაობით შეძლო "ყოჩების" დამარცხება - 17:14. რკინიგზელები კი, დიდი მცდელობის მიუხედავად, "არმიასთან" მაინც დამარცხდნენ - 5:19.

ფინალში, ისევე როგორც ჯგუფურ ტურნირში, "არმიამ" ბათუმელებს ისევ დიდი ანგარიშით 43:0 მოუგო.

A ჯგუფი
თიბისი-არმია 0:52, ბათუმი-დევები 54:0, არმია-დევები 64:0, ბათუმი-თიბისი 17:12, თიბისი-დევები 19:12, ბათუმი-არმია 0:45
სატურნირო მდგომარეობა
1. არმია - 6 ქულა, 2. ბათუმი - 4, 3. თიბისი - 2, 4. დევები - 0.

B ჯგუფი
ლოკომოტივი-ხულიგანა 45:0, ყოჩები-რაინდები 40:0, ხულიგანა-რაინდები 31:5, ყოჩები-ლოკომოტივი 12:7, ლოკომოტივი-რაინდები 47:0, ყოჩები-ხულიგანა 17:7.
სატურნირო მდგომარეობა

1. ყოჩები - 6 ქულა, 2. ლოკომოტივი - 4, 3. ხულიგანა - 2, 4. რაინდები - 0.

V-VIII ადგილები
თიბისი-რაინდები 21:12, დევები-ხულიგანა 7:33

I-IV ადგილები
არმია-ლოკომოტივი 19:5, ბათუმი-ყოჩები 17:14

VII ადგილისთვის
რაინდები-დევები 27:12

V ადგილისთვის
თიბისი-ხულიგანა 12:14

III ადგილისთვის
ლოკომოტივი-ყოჩები 15:7

ფინალი
არმია-ბათუმი 43:0

საბოლოო მდგომარეობა
1. არმია, 2. ბათუმი, 3. ლოკომოტივი, 4. ყოჩები, 5. ხულიგანა, 6. თიბისი, 7. რაინდები, 8. დევები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული