სანამ დაჯილდოება დაიწყებოდა, რაგბის თემს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ მიმართა, რომელმაც მოკლედ მიმოიხილა სეზონის განმავლობაში ქართველი სახვადასხვა ასაკის მორაგბეების მიერ მიღწეული წარმატებები.
"2011 წელი ქართული რაგბისთვის წარმატებული იყო. ამის დასტურად თუნდაც ჩვენი ეროვნული ნაკრების მსოფლიოს თასზე გამოსვლა გამოდგება. "ბორჯღალოსნების" თამაშმა ქართულ რაგბის მსოფლიოს აღიარება მოუტანა. სწორედ ამის შედეგია, რომ რაგბის საერთაშორისო საბჭო (IRB) 2013 წლიდან
წლეულს გამართული საქართველოს ჩემპიონატი ერთ-ერთი გამორჩეული იყო. გუნდების სათამაშო დონე უდავოდ ამაღლდა. შეჯიბრების მშვენება კი ფინალური მატჩი გამოდგა. "არმიასა" და "აიას" დაპირისპირებაში იყო ყველაფერი, რითაც რაგბია მშვენიერი - თავდადებული ბრძოლა, მატჩის ბოლო წუთებამდე შენარჩუნებული ინტრიგა და დრამატიზმი.
საკმაოდ საინტერესო, მაღალი დონის მატჩები გაიმართა ჭაბუკთა A და B ლიგებში. ახალგაზრდულმა გუნდებმა დიდი გამოცდიელბა მიიღეს.
წარმატებით იასპარეზეს საერთაშორისო არენაზე საქართველოს 18 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა. ისინი ევროპის ჩემპიონები გახდნენ და რანგით კიდევ უფრო მაღალ ტურნირში თამაშის უფლება მოიპოვეს.
დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, მწვრთნელებს, მსაჯებს, მოთამაშეებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში მუხლჩაუხრელი შრომობენ. ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა კი ისაა, რომ შევინარჩუნეთ ერთობა და სხვებისგან განსხვავებული იმით ვართ, რომ ერთიანი, ძმური სარაგბო ოჯახი გვაქვს. ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი პრიზი და ამას ვერანაირი მედალი თუ ჯილდო ვერ შეცვლის.
მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასევე ყველა იმ ადამიანს და ორგანიზაციას, ვინც მთელი ამ დროის განმავლობაში გვერდით გვედგა და გვეხმარებოდა. ჩვენს ხელისუფლებას, რომლის ოთხწლიანი პროგრამის გარეშეც ამდენს ვერაფრით მოვახერხებდით. საქველმოქმედო ფონდ "ქართუს", რომელიც შესანიშნავ სტადიონებს გვიშენებს. ასევე სპონსორებს "კვარციტს", "ნატახტარს", "არქიმედეს გლობალ ჯორჯიას", "კავკაზუსს", "ლიბერთი ბანკს" და ყველა იმ კერძო პირს, ვინც უანგაროდ გვეხმარებოდა.
სამომავლოდ გასაკეთებელი ათასჯერ მეტია, ვიდრე აქამდე გვიკეთებია. ახლა ქართული რაგბი გაცილებით მაღალ რანგშია და, შესაბამისად, მეტი მოგვეთხოვება".
ცერემონიალი სქართველოს ჩემპიონატში გამარჯვებულისა და პრიზიორების დაჯილდოებით დაიწყო. "არმიას", "აიასა" და "ლოკომოტივს" შესაბამისად ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადასცეს.
ამის შემდეგ თემურ ჯაფარიძემ საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, რომელშიც ყველაზე მეტი წარმომადგენელი ქვეყნის ჩემპიონ "არმიადან" მოხვდა, ოთხი მორაგბე ჰყავს საუკეთესოთა შორის "აიას", სამი მარავლგზის ჩემპიონ "ლოკომოტივს", ორიც "ლელოს.
2011 წლის საუკეთესო ქართველ მორაგბედ საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე დაასახელეს, რომელიც "ბაზის ბანკმა" ხუთი ათასი ლარით დააჯილდოვა.
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე "არმაზის" მგეზავი დავით კიკნაძე გახდა, რომელმაც გუნდს 195 ქულა მოუტანა. მერე კი ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელის, ბესიკ ხამაშურიძის ბენეფისის ჯერიც დადგა. "ანტილოპამ" სამ ნომონაციაში გაიმარჯვა. ის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე (13 ლელო), საუკეთესო მწვრთნელი და საუკეთესო მოთამაშეა. ყოველივე ამისთვის მას ჯილდოდ, მუსიკალური ცენტრი, პლაზმური ტელევიზორი და ციფრული ფოტო კამერა ერგო.
"მინდა ყველას დიდი მადლობა ვუთხრა ჩემი დამსახურების აღიარებისთვის. მართლაც ძალიან ბევრი ვიშრომეთ, რაც საფრანგეთიდან ჩამოვედი სახლისა და სტადიონის გარდა არსად დავდივარ. ბევრს ჯერაც საფრანგეთში ვგონივარ. სამომავლოდ, ვეცდებით, ქუთაისის "აიამ" მუდამ ღირსეულად იასპარეზოს. გუნდში ძალიან ბევრი ახალგაზრდა მორაგბე გვყავს და ასპარეზს მათ დავუთმობთ". - თქვა "აიას" მოთამაშე-მწვრთნელმა ბესიკ ხამაშურიძემ.
ღონისძიებაზე უყურადღებოდ არც ვეტერანები დარჩენილან. ვისაც წლეულს 50, 60 და 70 წელი შეუსრულდა, რაგბის კავშირმა დაასაჩუქრა. ესენი არიან: ირაკლი კიზირია, მურად თოფურიძე, გენადი ღადუა, გოჩა აბაშიძე, დავით კილასონია, მერაბ ოდიშელაშვილი, გივი ავლასტიმოვი, ირაკლი დოლიძე, თამაზ სახლთხუციშვილი, გიზო ურუშაძე, ალექსანდრე ცისკარიშვილი, ვახტანგ კაპანაძე, ზაალ გიგინეიშვილი, მიხეილ გარუჩავა, გიორგი ბერიაშვილი და თენგიზ თავაძე.
საქართველოს საუკეთესო მორაგბეს, მამუკა გორგოძეს სპეცილური პრიზი, ჯვარი, რომელზეც წმინდა გიორგია გამოსახული, ბიზნესმენმა და ყოფილმა მორაგბემ ლევან ვასაძემ გადასცა.
წლის ნომინანტები
2011 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე: მამუკა გორგოძე (მონპელიე).
2011 წლის საქართევლოს ჩემპიონატის საუკეთესო მორაგბე: ბესიკ ხამაშურიძე (აია).
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მწვრთნელი: ბესიკ ხამაშურიძე (აია).
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მელელოვე: ბესიკ ხამაშურიძე (აია) - 13 ლელო.
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მექულე: დავით კიკნაძე (არმაზი) - 195 ქულა.
2011 წლის საქართველოს ჩემპიონატის სიმბოლური ნაკრები:
15. ბესიკ ხამაშურიძე (აია), 14. გიორგი შკინინი (არმია), 13. სანდრო თოდუა (ლელო), 12. ირაკლი ჩხიკვაძე (აია), 11. ალექსანდრე ტუჩაშვილი (არმია), 10, ლაშა ხმალაძე (ლელო), 9. ბიძინა სამხარაძე (არმია).
1. ზურაბ ჟვანია (აია), 2. ბექა მეკოკიშვილი (არმია), 3. გიორგი ვეფხვაძე (ლოკომოტივი), ტარიელ ჩხიკვაძე (აია), 4. ხვიჩა ბუჯიაშვილი (არმია), 5. დავით ჩიტიძე (ლოკომოტივი), 6. გიორგი თხილაშვილი (არმია), 7. გოორგი კალმახელიძე (არმია), 8. გივი ბერიშვილი (ლოკომოტივი), ბესო უდესიანი (არმია).
თავდადებულები: ვილიამ კაიფაჯიანი, დავით კიკნაძე (არმაზი), გიორგი ჭუაძე, ივანე დავითაშვილი (ორივე-აკადემია), ირაკლი ყიასაშვილი (ლელო), უჩა ალადაშვილი, ილია გოგიშვილი (ორივე-ხარები).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"