გია ნიჟარაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად კიდევ ოთხი წლით აირჩიეს

AutoSharing Option
საქართველოს რაგბის კავშირს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ გია ნიჟარაძე უხელმძღვანელებს.

ნიჟარაძე, რომელიც მოქმედი პრეზიდენტი იყო, ახალი ვადით რაგბის კავშირმა დღეს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" გამართულ ყრილობაზე აირჩია.

ყრილობაზე შეჯამდა განვლილი ოთხწლიანი პერიოდი და ქართული რაგბის მომავალი განვითარების ძირითადი მიმართულებები გახმოვანდა.

დღესვე აირჩიეს გამგეობის წევრები, გადაწყდა რამდენიმე ტექნიკური საკითხი და 2012 წლის ბიუჯეტი დამტკიცდა.

აღსანიშნავია, რომ გამგეობის წევრების რაოდენობა 13-მდე გაიზარდა. ახალ წევრებს შორის ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი რიჩარდ დიქსონი და ბიზნესმენი ლევან ვასაძეც არიან.

გია ნიჟარაძის განცხადებით, მომავალი ოთხი
წელი რაგბის კავშირისთვის გაცილებით რთული და დატვირთული იქნება, რაც განპირობებულია იმით, რომ შესასრულებელია გაცილებით რთული მისია. კერძოდ კი ის, რომ საქართველო მსოფლიო რაგბის გრანდების სიაში ჩაეწეროს.

"ინტერპრესნიუსი"
მკითხველის კომენტარები / 4 /
წარმატებები ბატონ გიას ქართული რაგბის საკეთილდღეოდ!
kapo
16:22 23-01-2012
0
წარმატებები ბატონო გია. ღმერთმა შეძლება მოგცეთ და დარწმუნებული ვარ ძალღონეს არ დაიშურებთ და ყველაფერს უმაღლეს დონეზე გააკეთებთ.
მადლობას გიხდით რაც აქამდე გაგიკეთებიათ სამშობლოს სიყვარულით.
Aleqsa
17:01 23-01-2012
0

სიახლეები პოპულარული