ქუთაისში ყველაზე მასშტაბური სარაგბო კომპლექსი აშენდება

AutoSharing Option
ქუთაისში სარაგბო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც საქართველოში ყველაზე მასშტაბური იქნება.

გაკეთდება ოთხი თანამედროვე ტიპის მოედანი, როგორც ხელოვნური, ისე ბუნებრივი საფარით, რომელსაც ექნება ღია და დახურული ტრიბუნები.

აქვე აშენდება 52 კაცზე გათვლილი ოთხსართულიანი სასტუმრო საცურაო აუზით, საკონფერენციო დარბაზით, კვების ბლოკით და ქვიშის რაგბის მოედნით.

პირველი ეტაპის სამუშაოებზე, რომელსაც ასოციაცია "ატუ" ახორციელებს, 8 მილიონი ლარი დაიხარჯება. ადგილი, სადაც რაგბის კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის ყოფილი ტერიტორიაა.

დღესდღეობით დახურული ტრიბუნის მოსაწყობი სამუშაოები სრულდება, რომელიც რაგბის 3 000 ქომაგს დაიტევს. კომპლექსის ტერიტორიაზე უკვე აშენებულია
საქვაბე და დამხმარე ნაგებობა. ასევე, დაგეგმილია მანქანების სადგომის მოწყობა.

პირველ ეტაპზე აშენდება ასევე მინდვრისსაფარიანი კიდევ ერთი მოედანი ღია ტრიბუნებით, სადაც 3 500 მაყურებელი დაეტევა.

მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წელს დასრულდება, რომლის შემდეგაც მეორე ეტაპის სამუშაოები დაიწყება.

Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ვისაც შეხებააქ რუგბთან იცის ყველამ ვინც აშენებს:)) ისე რა ნამუსიტ უნდა გახსნას მაღალმა?))
busa
23:09 27-05-2012
0
მივა მერე მაღალი და გახსნის :)))
ვინ აშენებს ნეტავი?
0

სიახლეები პოპულარული