"დაუშვებელია ძალადობა ქალთა და გოგონათა მიმართ. ჩვენ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, მოვუწოდებთ რაგბის ყველა გულშემატკივარს და ზოგადად, მამაკაცებს, რომ არასოდეს ჩაიდინონ და არც სხვისგან დაუშვან ძალადობა.
ეს პრობლემა ჩემს ქვეყანაშიც არსებობს. ჩემთვის ქალთა მიმართ ძალადობის თემა მით უფრო საყურადღებოა, რომ მყავს ცოლი და ორი ქალიშვილი" - თქვა ნამატჩევს
ქართული გუნდი ასეთი შემადგენლობით ასპარეზობდა: მილტონ ჰეიგი, ნონო ანდღულაძე, ლადო კილასონია, ლექსო გუგავა, ბიძინა სამხარაძე, თენგო ცისკარიშვილი, ზურაბ ამონაშვილი, ზურაბ შენგელია, გიორგი კობერიძე, გიორგი ჭიჭინაძე, ბაჩო სანაძე, ზვიად ჯიქია, მამუკა ნინიძე, მიხეილ ბარაბაძე, ლადო ხუჯაძე.
დიპლომატიური კორპუსი ასე გამოიყურებოდა: იოჰან ალექსანდერი, ჯეკ ფრიდი, ტომას აარონი, დორიან მიჩელი, რობინ სეიფული, ენტონი ფორენი, ადრიან რუსი, ალექსანდრ ლინენი, მატიას ჰუნცერი (ყველა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია), რისტო როოსი (ესტონეთის საელჩო), მარკო ნაინტაალი (ფინეთის საელჩო), იან ვუდი (ენდიაი), მარკ ვან ემბოლდენი (ნიდერლანდების საელჩო), დევიდ ჰედვეი (დიდი ბრიტანეთის საელჩო).
მატჩის პირველი ტაიმი, რომელიც შემოკლებულ მოედანზე გაიმართა, ქართული გუნდის უპირატესობით წარიმართა.
ჩვენმა მორაგბეებმა მეტოქეს 25:10 მოუგეს. შესვენებისას გადაწყდა, შერეული შემადგენლობებით ეთამაშათ. ამან ბრძოლა მოედანზე უფრო გაამძაფრა და თამაშიც ბევრად უკეთესი გამოვიდა. შესაბამისად, მეორე ტაიმი ფრედ, 15:15 დასრულდა.
გაეროს გენერალური მდივნის კამპანიის - "გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაწესებული საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მატჩის დასასრულს მილტონ ჰეიგმა იოჰან ალექსანდერს გადასცა, რომელიც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენელია.
მატჩს დაესწრნენ შვედეთის სამეფოს ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება დიანა იანსე, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების წევრები.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"