მილტონ ჰეიგმა ჩემპიონატში მოთამაშე ცხრა ნომრებისთვის საწვრთნელი შეკრება მოაწყო

AutoSharing Option
"შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ეროვნულ ჩემპიონატში მოთამაშე ცხრა ნომრებისთვის, მგეზავებისა (#10) და ფულბეკებისთვის (#15) სამდღიანი საწვრთნელი შეკრება მოაწყო.

ეროვნული ნაკრების თავკაცს ასისტენტობას რაგბის აკადემიის მენეჯერი დონ კასკი და საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელები უწევდნენ.

შეკრებას საკმაოდ დატვირთული და საინტერესო განრიგი ჰქონდა. პრაქტიკული ვარჯიშების შემდეგ მორაგბეებს თეორიული მეცადინეობაც უტარდებოდათ, სადაც დეტალურად განიხილავდნენ აღნიშნულ პოზიციებზე სხვადასხვა სათამაშო სიტუაციას.

საწვრთნელ შეკრებაში 25-მა მორაგბემ მიიღო მონაწილეობა:

#9: ბიძინა სამხარაძე, რამაზ ჯინაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვაჟა ხუციშვილი, ლაშა ნადირაძე, ვასილ ლობჟანიძე, ლევან
გოგია, დავით გულითაშვილი, გოდერძი ჭინჭარაული.
#10: ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, რევაზ ბროძელი, გიორგი ბასილაია, გიორგი ტალახაძე, გიორგი ჭინჭარაული.
#15: ირაკლი ყიასაშვილი, საბა ნიკოლავა, ბახვა კობახიძე, გიორგი აფციაური, იოსებ კიკვაძე, ბექა წიკლაური, ირაკლი სვანიძე, შავლეგ მახარაშვილი, თემურ თუთბერიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გიორგი კაჭარავა სად არის?
უშანგი
13:03 18-12-2012
0

სიახლეები პოპულარული