გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ზაზა ლეჟავამ თან 12 მორაგბე იახლა, რომელთაგან უმრავლესობამ წლეულს ევროპის საუნივერსიტეტო ჩემპიონატზე იასპარეზა, სადაც ჩვენმა გუნდმა პირველი ადგილი არავის დაუთმო.
ყაზანში მორაგბეთა შეჯიბრება 14-15 ივლისს გაიმართება. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი გუნდის მეტოქეები იქნებიან დიდი ბრიტანეთის, ბელგიისა და მალაიზიის სტუდენტური გუნდები. პლეი ოფში ჯგუფიდან ორი საუკეთესო ნაკრები გადის.
საქართველოს ნაკრები
ბაჩო კოლელიშვილი, ბაჩი ჯოგლიძე, გიორგი ჭყოიძე, ირაკლი გეგენავა (ოთხივე-ლელო), დიტო კალანდაძე (ჯიქები), ჯიმი ღამბაშიძე (არმაზი),
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"