IRB-ში აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის საკლუბო ტურნირზე ისაუბრეს

AutoSharing Option
გასულ უქმეებზე დუბლინში გაიმართა რაგბის საერთაშორისო საბჭოს (IRB) გენერალური ასამბლეა, რომელსაც თითქმის ყველა წამყვანი სარაგბო ქვეყნის ფედერაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების: რუსეთის, უკრაინის, საქართველოსა და რუმინეთის საერთო საკლუბო ტურნირის ორგანიზება იყო.

ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა უკრაინის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადისლავ ბულგაკოვმა:

"ჩვენ ვცდილობთ, მოვიპოვოთ რაგბის საერთაშორისო საბჭოს ხელმძღვანელთა მხარდაჭერა, რათა ახალ საკლუბო ტურნირს გავუწიოთ ორგანიზება რუსეთის, უკრაინის, საქართველოს და რუმინეთის საუკეთესო გუნდების მონაწილეობით.

ასეთი დონის ტურნირის ჩატარება გაცილებით უფრო გაზრდის შიდა ჩემპიონატებში მოასპარეზე გუნდების სათამაშო
კლასს და კომერციული თვალსაზრისითაც მომგებიანი იქნება".


28-29 ნოემბერს პარიზში შედგება FIRA-AER-ის მორიგი კონფერენცია, რომელზეც კვლავ აქტიურად განიხილება ეს საკითხი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ეს უკვე სერიოზული თემაა, ეს აუცილებელია და სასიცოცხლო მნიშვნელობისაა ჩვენი რაგბისთვის და საერთოდ რეგიონში რაგბის განვითარებისთვის,თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ რაგბის ძველი თემი ახლოსაც არ გვიკარებს, უნდა დავანახოთ იმ ჩაკეტილ რაგბის ინტელიგენციას, რომ რაგბის არა მხოლოდ თამაშის ხარისხზე გვაქვს პრეტენზია, არამედ რაგბის მასობრიობაზე და მის პოპულარულობაზე, ანუ იმის თქმა მინდა, თუკი ჩვენ (რუსეთი,რუმინეთი საქართველო და უკრაინა) შევქმნით ისეთ ლიგას სადაც გულშემატკივართა დასწრება საშუალოდ 20-25 ათასს მიახწევს და ტელეტრანსლიაციებიც საკმაოდ პოპულარული და მოთხოვნადი პროდუქტი გახდება, ეს თავისთავად გამოიწვევს ზემოთ აღნიშნულ სარაგბო ინტელიგენციასთან ჩვენს ინტეგრირებას. -მთავარი ის არ არის, თუ რა უნდათ დიდ სარაგბო თემს! მთავარია რა უნდა ხალხს!!! და აღმოსავლეთ ევროპაში საკმარისი რესურსია იმისათვის, რომ რაგბი არანაკლებ პოპულარული გახდეს!!!
torino
23:31 27-11-2013
0

სიახლეები პოპულარული