კლუბ "ლელოს" დამაარსებლის, ბათუ კევლიშვილის განცხადებით, ქართული რაგბის წამყვან კლუბებთან, ასევე, ვეტერან მორაგბეებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატი სწორედ გოჩა სვანიძე ყოფილიყო, რომელიც დღემდე რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარეა.
ბათუ კევლიშვილმა მადლობა გადაუხადა რაგბის კავშირის ყოფილ პრეზიდენტს, გია ნიჟარაძეს გაწეული სამუშაოსთვის. მან პრეზიდენტობის კანდიდატს, გოჩა სვანიძეს გია ნიჟარაძის დაწყებული საქმის ღირსეული გაგრძელება უსურვა.
რაგბის კავშირის პრეზიდენტობის არჩევნები 2016 წლის 24 იანვარს გაიმართება.
ასე რომ ვისაც გია მოგწონდათ საწუწუნო არაფერი არ გაქვთ
ფუ თქვე მართლა ლობიოებო. ნებისმიერ საქმეს ჭირდება მაგარი ორგანიზატორი და არა ფიქსტულა მკერდზე ჩამოკიდებული მედლებით.
ისე ძალიან საინტერესოა, წერთ "პოსტებს" ისე, რომ არ ხართ ჩახედული