როგორც არჩევნების დასრულების შემდეგ სვანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ზედგინიძეს მან თანამშრომლობა პირადად შესთავაზა.
რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, სვანიძის თქმით, არჩევნებში დამარცხებული არავინ არის.
"სხვაობა იყო ძალიან მცირე. აქედან გამომდინარე, რთული გადაწყვეტილების მიღება მოუხდათ არჩევნების დღევანდელ მონაწილეებს. დამარცხებული არავინ არის", - აღნიშნა სვანიძემ.