"ვოლაბების" მთავარმა მწვრთნელმა რობი დინსმა ძირითად შემადგენლობაში ორი ცვლილება განახორციელა. აქედან ერთი იძულებითია. ბრისბენში განზრახ უხეშობისთვის შესანიშნავ ფორმაში მყოფი მგეზავი ქუადე კუპერი ორკვირიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს. დინსი იძულებული გახდა, მგეზავის პოზიციაზე დაებრუნებინა მეთ გიტო, რომელმაც ბოლო ოთხ მატჩში შუამარბად ითამაშა.
ამ პოზიციაზე კი, დინსის გადაწყვეტილებით, ბერიკ ბარნსი ითამაშებს. კუპერის ოვალურ სამყაროში გამოჩენამდე
ასეა თუ ისე, დინსს სხვა გზა არ აქვს, თუმცა ავსტრალიელებისთვის ეს სათამაშო რგოლი პრობლემას არ წარმოადგენს. "ვოლაბების" აქილევსის ქუსლი საყოველთაოდაა ცნობილი - პირველი ხაზი. თუმცა გარკვეული სასიკეთო ცვლილებები აქაც შეინიშნება. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა სტივენ მური, რომელსაც ნაკრებში რამდენიმე თამაში ყბის მოტეხილობის გამო გაუცდა. საია ფაინგაამ კი სათადარიგოთა საკამზე გადაინაცვლა.
სათადრიგოთა შორისაა მისი ძმაც გარემარბი ენტონი ფაინგაა. თუ გაუმართლათ და დინსმა ორივეს თამაშის საშუალება მისცა, ფაინგაანი ძმათა მეორმეცე წყვილი იქნება, ვისაც ავსტრალიის ნაკრებში მხარდამხარ უთამაშია.
აღსანიშნავია, რომ ნათან შარპი, რომელსაც დებიუტი რვა წლის წინ ავსტრალიის ნაკრებში სწორედ მელბურნში ჰქონდა, თავის 84-ე ტესტს გამართავს.
ავსტრალია: 15. ადამ ეშლი-კუპერი, 14. ჯეიმზ ოკონორი, 13. რობ ჰორნი, 12. ბერიკ ბარნსი, 11. დრიუ მიტჩელი, 10. მეთ გიტო, 9. ვილი გენია; 1. ბენ რობინსონი, 2. სტივენ მური, 3. სალესი მააფუ, 4. დენ მამი, 5. ნათან შარპი, 6. როკი ელსომი, 7. დევიდ პოკოქი, 8. რიჩარდ ბრაუნი; 16. საია ფაინგაა, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. რობ საიმონსი, 19. მეთ ჰოჯსონი, 20. ლუკ ბარჯესი, 21. ენტონი ფაინგაა, 22. ქართლი ბეილი.