ფური კონსოლიდაციისკენ მოუწოდებს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების შუამარბი ჟაკ ფური თანაგუნდელებს კონსოლიდაციისაკენ მოუწოდებს. "ბოკე" შაბათს პრეტორიაში, "ლოფტუს ვერფილდზე" სამი ერის გათამაშების მორიგ მატჩში ავსტრალიის ნაკრებს უმასპინძლებს.

მსოფლიოს ჩემპიონებმა აქამდე ოთხი მატჩიდან ოთხივე წააგეს და სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზე არიან. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო შუამარბის დაბრუნება, ცხადია, "ბოკეს" უკანა ხაზის თამაშს ბევრად ეფექტურს და შედეგიანს გახდის, თუმცა ფური მოუწოდებს ყველა თანაგუნდელს, მაქსიმალურად მობილიზებულებმა და კონსოლიდირებულებმა ითამაშონ.

"ჩვენ გვყავს შვიდი თუ რვა უმაღლესი დონის მოთამაშე, რომლებსაც ლიდერის თვისებები გააჩნიათ და შეუძლიათ გუნდს წაუძღვნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ
არის. წარმატების მისაღწევად საჭიროა გავერთიანდეთ, ერთმანეთს გვერდში დავუდგეთ და ურთულეს ვითარებას თავი დავაღწიოთ.

სამხრეთ აფრიკის ნაკრები ასეთ გასაჭირში არასდროს ყოფილა. ზედიზედ ოთხჯრ თუ წავაგებდით, ვერაფრით წარმოვიდგენდი. დროა, დავივიწყოთ, ის წარმატებები, რაც აქამდე გვქონდა, მიწაზე დავეშვათ და გუნდის შენება თავიდან დავიწყოთ. ამისთვის ყველამ ერთად, მუხლჩაუხრელად უნდა ვიშრომოთ." - თქვა ჟაკ ფურიმ.

აღსანიშნავია, რომ ავსტრალიასთან მატჩში მას შუამარბის პოზიციაზე იან დე ფილიერსი შეუწყვილდება. ფური-დე ფილიერსის დუეტი "ბოკეს" შემადგენლობაში 23-ე მატჩს ითამაშებს.

"ჩვენ დიდი ხანია, ერთად ვთამაშობთ, თითქმის უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის. ლაპარაკიც არ გვჭირდება, ის ყოველთვის უშეცდომოდ ხვდება, რის გაკეთებას ვაპირებ და პირიქით. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მეტოქის დაცვის ხაზს პრობლემები შევუქმნათ, ის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ წნეხში უნდა მოვაქციოთ. სხვაგვარად წარმატების მიღწევა და ამ დაწყევლილი წარუმატებელი სერიის დასრულება შეუძლებელი იქნება" - დაასკვნა "ბოკეს" შუამარბმა.


სამხრეთ აფრიკა

15. ფრანუსა სტეინი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. ჟაკ ფური, 12. იან დე ფილიერსი, 11. ბრაიან ჰაბანა, 10. მორნი სტეინი, 9. ფრანსუა ჰუგარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ჯონ სმიტი , 3. იანი დუ პლესი, 4. ფილიპ ფან დერ მერვე, 5. ვიქტორ მეტფილდი, 6. სხალკ ბურხერი, 7. იან სმითი, 8. პიერ სპისი.

16. ჩილიბოი რელეპელე, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. დენი როსუ, 19. რაიან კანკოვსკი, 20. რიკი იანუარი, 21. ბუჩ ჯეიმზი, 22. იან დე იონგი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული