ოლ ბლექსს როკოთოკო დაუბრუნდა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრები, რომელმაც სამი ერის გათამაშების ორ შეხვედრაში ორჯერვე დაამარცხა სამხრეთ აფრიკის ეროვნული გუნდი, მორიგ შეხვედრას 31 ივლისს მელბურნში, "ვოლაბების" წინააღმდეგ გამართავს.

"ოლ ბლექსს" ამ მატჩისთვის ლიამ მესამი და რენე რეინჯერი გამოაკლდება. ამ უკანასკნელმა სამი ერის გათამაშების სადებიუტო მატჩში "ბოკეს" წინააღმდეგ ბრწყინვალედ ითამაშა და ერთი ლელოც მიითვალა. თუმცა ახალზელანდიელთა ძირითადი გარემარბი ჯო როკოთოკო გამოჯანმრთელდა და გრემ ჰენრიმაც, ცხადია, უპირატესობა უფრო გამოცდილ მებრძოლს მიანიჭა.

შესაძლოა, "ოლ ბლექსს" ცხრა ნომერი პირი ვიპუც ვერ დაეხმაროს. მისი მეუღლე ბავშვს ელოდება და ამის გამო
ნაკრების მწვრთნელს დაეთხოვა.

"ძალიან კარგი იქნება, ბავშვი რაც შეიძლება მალე თუ გაჩნდება" - უთქვამს ვიპუსთვის ჰენრის და მის ნაცვლად ალბი მეთიუსონი შეუგულებია.

ახალი ზელანდიის ნაკრები
შერკინება: ჯონ აფოა, ენტონი ბორიჩი, ტომ დონელი, კორი ფლინი, ბენ ფრენქსი, ოუენ ფრენქსი, ჯერომ კაინო, როჩი მაკქოუ, კევინ მეალამუ, კირან რიდი, ბრედ თორნი, ვიქტორ ვიტო, სამუელ ვაითლოქი, ტონი ვუდკოქი
უკანა ხაზი: დენ კარტერი, ჯიმი ქოუანი, აარონ კრადენი, იზრაელ დაგი, კორი ჯეინი, მაა ნონუ, ჯო როკოთოკო, კონრად სმითი, ბენსონ სტენლი, პირი ვიპუ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული