დიმიტრი იაშვილი ჟულიენ დუიპუიმ შეცვალა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში პირველ გასვლით მატჩს 26 თებერვალს ედინბურგში, შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

"ლე ბლოს" მთავარმა მწვრთნელმა ფილიპ სენტ-ანდრემ გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა.

ფრანგებს ტრავმის გამო ქართული წარმოშობის ცხრა ნომერი დიმიტრი იაშვილი დააკლდათ, მის ნაცვლად სენტ-ანდრემ ჟულიენ დუიპუი იხმო. საეჭვოა ასევე "ტულუზის" შერკინების კვაჭის ვილიამ სერვას თამაში, რომელიც თავის კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე მოლაპარაკებას აწარმოებს.

აღსანიშნავია, რომ სერვას გადაბირებას "ტულონის" მულტიმილიონერი პრეზიდენტი მურად ბურჯელალი ცდილობს, თუმცა ტულუზელთა მწვრთნელს გი ნოვეს იმედი აქვს, რომ სერვას დაყაბულებას
შეძლებს.

"დარწმუნებულნი ვართ, რომ ვილიამ სერვა მომავალ სეზონშიც ჩვენს გუნდში იქნება. ჩვენ მას საკამოდ სარფიანი წინადადებით მივმართეთ. არ ვიცი ის მიიღებს თუ არა, მაგრამ მჯერა, სერვა მშობლიურ კლუბს არასდროს დატოვებს"- თქვა მან.

საფრანგეთის ნაკრები:
შერკინება: დავიდ ატუბი, ვინსან დებატი, ნიკოლა მასი, ჟან-ბატისტ პო, ვილიამ სერვა, დიმიტრი შჟარჟევსკი, პასკალ პაპე, იონ მაესტრი, ლიონელ ნალე, ჟულიენ ბონერი, ტიერი დუსოტუარი, ლუი პიკამოლი, იმანოლ არინორდოკი.
უკანა ხაზი: მორგან პარა, ჟულიენ დიუპუი, ფრანსუა ტრინ-დუკი, ლიონელ ბუქსი, ორელიან რუჟერი, მაქსიმ მერმოსი, ვესლი ფოფანა, ვინცენ კლერი, ჟულიენ მალზიო, მაქსიმ მედარი.

ექვსი ერი
25 თებერვალი
ირლანდია-იტალია, ინგლისი-უელსი
26 თებერვალი
შოტლანდია-საფრანგეთი

სატურნირო მდგომარეობას
1. უელსი - 4 ქულა, 2. ინგლისი - 4, 3. საფრანგეთი - 2, 4. ირლანდია - 0, 5. შოტლანდია - 0, 6. იტალია - 0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული